პროკურორი - გიორგი პაპაშვილი 6 საათის განმავლობაში ახორციელებდა ძალადობას, რამაც თამაზ მთივლიშვილის გარდაცვალება გამოიწვია, ამ მდგომარეობაში მყოფი დაკეტილ სახლში დატოვა და წავიდა - ერთადერთი ადეკვატური სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა იყო
თამაზ მთივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. პროკურორის განცხადებით, პაპაშვილი 6 საათის განმავლობაში ძალადობდა მსხვერპლზე, რის შემდეგაც ის დაკეტილ სახლში დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.