ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ვეფხვაძე: კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, რადგან იციან, რომ სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები

საქართველოს ეროვნული ბანკი

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბიზნესი თავს სტაბილურად გრძნობს, რადგან სებ-ის რეზერვები შოკების მშვიდობიანად გადალახვის გარანტიაა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი გონივრულ ბალანსს იცავს, რათა ლარის გადაჭარბებულმა გამყარებამ ექსპორტი არ დააზარალოს.

ლევან ვეფხვაძე: კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, რადგან იციან, რომ სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები
ლევან ვეფხვაძე: კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, რადგან იციან, რომ სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემებიიმედინიუსი

კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან სებ-ის რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები, - განაცხადა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

„თუ ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს და, მეორეს მხრივ, გაყიდვები ლარშია, იქ კურსის გაუარესება, ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კომპანიას და კომპანიებისთვის ეს არის ერთ-ერთი მათგან დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ხოლმე მათ გრძელვადიან ოპერირებას და განჭვრეტას მათი ბიზნესოპერაციების.

მეორეს მხრივ, ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, თუკი ლარი ზედმეტად გამყარდება, დავუშვათ, დოლართან ერთი-ერთზე დადგება, ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდნენ ამას წინათ, მოვისმინე, რატომ მივცეთ საშუალება და ლარი გახდეს ერთი-ერთზე, მაგრამ ეროვნული ბანკის პოლიტიკა იცავს, მე ვფიქრობ, რომ იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ.

ახლა თქვენ რომ ნახოთ, ის 17%, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც გაცვლით კურსზე წუხს, ის იმ კომპანიების წუხილი კი არ არის, რომლებიც გაუფასურებაზე წუხან, არამედ იმ ექსპორტიორი კომპანიების წუხილია, რომ ლარი, მათი აზრით, შეიძლება ზედმეტადაც კი გამყარდეს. ეს ნიშნავს ან შემოსავლების შემცირებას, თუ იქ დოლარში ფასი არ შეეცვალა, ან მათი პროდუქციის ფასის ზრდას დოლარში და ეს მათ კონკურენტუნარიანობას ურტყამს და ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რასაც ბრძანებ, გაყიდვების შემცირებაზე. ამიტომ აქ რაღაც ბალანსი აუცილებელია დავიცვათ, რასაც ეროვნული ბანკი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გონივრულად და ზომიერად ახორციელებს.

საინვესტიციოდ კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამხელა რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს და, მეორეს მხრივ, გაყიდვები ლარშია, იქ კურსის გაუარესება, ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კომპანიას და კომპანიებისთვის ეს არის ერთ-ერთი მათგან დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ხოლმე მათ გრძელვადიან ოპერირებას და განჭვრეტას მათი ბიზნესოპერაციების. მეორეს მხრივ, ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, თუკი ლარი ზედმეტად გამყარდება, დავუშვათ, დოლართან ერთი-ერთზე დადგება, ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდნენ ამას წინათ, მოვისმინე, რატომ მივცეთ საშუალება და ლარი გახდეს ერთი-ერთზე, მაგრამ ეროვნული ბანკის პოლიტიკა იცავს, მე ვფიქრობ, რომ იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ. ახლა თქვენ რომ ნახოთ, ის 17%, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც გაცვლით კურსზე წუხს, ის იმ კომპანიების წუხილი კი არ არის, რომლებიც გაუფასურებაზე წუხან, არამედ იმ ექსპორტიორი კომპანიების წუხილია, რომ ლარი, მათი აზრით, შეიძლება ზედმეტადაც კი გამყარდეს. ეს ნიშნავს ან შემოსავლების შემცირებას, თუ იქ დოლარში ფასი არ შეეცვალა, ან მათი პროდუქციის ფასის ზრდას დოლარში და ეს მათ კონკურენტუნარიანობას ურტყამს და ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რასაც ბრძანებ, გაყიდვების შემცირებაზე. ამიტომ აქ რაღაც ბალანსი აუცილებელია დავიცვათ, რასაც ეროვნული ბანკი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ გონივრულად და ზომიერად ახორციელებს. საინვესტიციოდ კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამხელა რეზერვი არსებობს და გარკვეული შოკები, თუ რაიმე წარმოიქმნება ჩვენს გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერი მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები“
ლევან ვეფხვაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ლევან ვეფხვაძე: „ეროვნული ბანკის პოლიტიკა [გაცვლითი კურსის ნაწილში], ვფიქრობ, რომ იცავს იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები