ლაშა ბუღაძე
მწერალი
პერსონის ქრონიკა
ლაშა ბუღაძე მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
2 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
ლაშა ბუღაძე: კახა კალაძის სიტყვები - 5-6 ადამიანის დაძინების შესახებ ესაა მუქარა და გამოხატავს მის (და მისნაირების) ბაზისურ სურვილს, რომ მათთვის დისკომფორტის შემქმნელი ხალხი განადგურდეს რაიმე ფორმით
თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა დამცველებს „ბოროტმოქმედები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათგან „5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანია და დასაძინებელია“. მისი თქმით, თავშესაფარი გამჭვირვალედ მუშაობს, ხოლო სამარხების გათხრაში მონაწილე პირებს პასუხისგება მოუწევთ.
ლაშა ბუღაძე: 1924 წლიდან წითელმა რუსეთმაც აკრძალა ყველა პარტია ერთი, კომუნისტური პარტიის გარდა, მაგრამ არჩევნები მაშინაც ტარდებოდა მთელი 70 წლის განმავლობაში
რუსეთში მხოლოდ სიტყვებისთვის ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე სვამდნენ ციხეში, ახლა კი უკვე იმ ყველაფრისთვისაც იჭერენ, რაც ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისგან არის განსხვავებული. მშვიდობის მოთხოვნა უკვე დიდი ხანია ღალატად არის კვალიფიცირებული.
ლაშა ბუღაძე: ნიუ იორკის მეტროპოლიტენ-ოპერა პუტინის აგენტების პასუხად ამერიკაში - უკრაინის ჰიმნი! ცივილიზაცია უკრაინის გვერდით დგას (ვიდეო)
ნიუ იორკის მეტროპოლიტენ-ოპერა პუტინის აგენტების პასუხად ამერიკაში - უკრაინის ჰიმნი ! ამერიკის მთავარი საოპერო თეატრიდან პიტერ გელბის სიტყვებიც და შემდეგ ეს მუსიკაც დიდი და მძლავრი სიგნალია თავისუფლების მოღალატე პოპულისტებისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს და ისმინოს - ცივილიზაცია უკრაინის გვერდით დგას
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის ფავორიტია მოლდოვის „ლიდერშიპი“, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მზად არიან სახელმწიფოებრიობა დათმონ და შეუერთდნენ რუმინეთს. ეს არის უბედურება, რომ ფსონს უსამშობლოებზე დებენ - ძალიან დიდი ბოდიში, ჩვენ ეროვნული პოლიტიკის გაგრძელებას ვაპირებთ
ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ბრიუსელის მმართველი ელიტა ფსონს „უსამშობლოებზე“ დებს, თუმცა ხელისუფლება ეროვნული პოლიტიკისა და სუვერენიტეტის დაცვას განაგრძობს. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველო უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს — ევროკავშირი.
ლაშა ბუღაძე: დოსტოევსკის რომანები რომ თბილისის წიგნის მაღაზიებში არაა, ესეც დიდი ტყუილია და ამაში დასარწმუნებლად ამ წიგნის მაღაზიებში შესვლაა საჭირო
ენაწყლიან ფეხბურთელს უთქვამს, რომ წიგნის მაღაზიებში ბესტსელერია ჩემი რომანი, როცა დოსტოევსკის "ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან" ვერსად უნახავს ამ მაღაზიებში, მხოლოდ ბუკინისტებთანო, რაც ქ. ოცნების და თავად რუსების პროპაგანდის მსგავსად, ჩემი და ჩემნიარების რუსოფობიად გაუსაღებია.