კახა კახიშვილი: გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ. ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ტკივილია. გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამხელა დანაკარგის დროს სიტყვებით ნუგეშისცემა ძალიან რთულია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები, მათ ოჯახებს კი ამ მძიმე განსაცდელის გადატანის ძალა მისცეს.