TI: სასახლის ღობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, სასახლის ღობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელია, რადგან მტკიცებულებები არ ადასტურებს ძალადობის ორგანიზებას და მშვიდობიანი პროტესტი დანაშაულთანაა გაიგივებული.