“ირანი ტყავიდან ძვრება, რომ როგორმე ჩაშალოს ეს პროცესი, მაგრამ ამერიკული ფლოტი მაგრად დგას”– ზურაბ გურული
ზურაბ გურულის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანზიტმა ომამდელ ნიშნულს გადააჭარბა და 24 მილიონ ბარელს მიაღწია, რის ჩაშლასაც ირანი უშედეგოდ ცდილობს, ხოლო რუსული ნავთობის მზიდავი ტანკერების ჰორმუზში გადასვლა მოსკოვის „ჩრდილოვან ფლოტს“ სერიოზულ დარტყმას აყენებს.