პროკურორმა არ გამორიცხა, რომ მიქაუტაძემ ლილუაშვილის გარდა, კიდევ სხვა პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენება
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რის ფარგლებშიც მას 3 წლით პატიმრობა, ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა შეეფარდა. პროკურორმა არ გამორიცხა, რომ მან გრიგოლ ლილუაშვილის გარდა სხვა პირების წინააღმდეგაც მისცა ჩვენება.