ბაია პატარაია
სამოქალაქო აქტივისტი
პერსონის ქრონიკა
ბაია პატარაია მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
2 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
ორგანოებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა - მედიკოსები რისკებზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან მკაცრ რეგულაციებს ითხოვენ
მედიკოსები და უფლებადამცველები საქართველოში ორგანოებით ვაჭრობის სავარაუდო სქემაზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან მკაცრ რეგულაციებს ითხოვენ. ბაია პატარაიას განცხადებით, ქვეყანაში ორგანოებით უკანონო ვაჭრობა მოქმედებს, რაზეც სამართალდამცავებს რეაგირება არ აქვთ.
“გაცხოველებულია ორგანოთა ვაჭრობა ამ ქვეყანაში და პროკურატურას სძინავს!” – ბაია პატარაია
უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, ქვეყანაში ორგანოებით ვაჭრობა გაცხოველებულია, სამართალდამცავი ორგანოები კი ტრეფიკინგზე თვალს ხუჭავენ, რადგან ამ კრიმინალურ საქმიანობას გავლენიანი პირები მფარველობენ.
“დღის სექსისტის” წოდება დამსახურებულოდ მოიპოვა ხატია სიჭინავამ” – ბაია პატარაია
უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, ხატია სიჭინავამ „დღის სექსისტის“ წოდება დაიმსახურა, რადგან მიაჩნია, რომ ოთხი შვილის დედის საქმე პოლიტიკა არაა. პატარაია ელენე ხოშტარიას ბიძინა ივანიშვილის უკანონო ტყვედ და სინდისის პატიმრად მოიხსენიებს.
,, არ იაროთ მანდ ხალხო. საშიშია!.. სულ ქუსლზე კიდია კალაძეს ფეხით მოსიარულე თბილისელები“ – ბაია პატარაია
უფლებადამცველი ბაია პატარაია თბილისის მერიასა და კახა კალაძეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მტვრისა და მოუწესრიგებელი საფეხმავლო გზების გამო გადაადგილება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის საშიშია.
„ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას და არ უნდა გამოიყენებოდეს შეცდომაში შემყვანი ნარატივებისა თუ განსხვავებული მოსაზრებების პოლიტიზების ინსტრუმენტად“ - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციის განცხადება
ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა ეკატერინე ზოდელავამ განაცხადა, რომ ვარშავის კონფერენციაზე ბაია პატარაიას მიერ ბანერის გაშლამ და ხელისშემშლელმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა დიალოგს და შეზღუდა მონაწილეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ მოსაზრებები.
„პაპუაშვილს ცენტრფორვარდის ფუნქცია აქვს დასავლეთის თავდასხმების ფრონტზე“ – ინტერვიუ
დიპლომატი გიორგი ბადრიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აფასებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას და 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას სრულ თვითიზოლაციაში აქცევს და დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება შეგნებულად ხდება.
“გაეცანით ქცევის კოდექსს” – ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა „ქართულ ოცნებას“
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ, შვეიცარიამ, შეშფოთება გამოთქვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ვარშავის კონფერენციაში მონაწილე ქართველი უფლებადამცველების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო და მონაწილეებს ეუთოს ქცევის კოდექსი შეახსენა.
შალვა პაპუაშვილი - რა თანხებით დადიან და ვინ აფინანსებს საია-ს და ბაია პატარაიას? - მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა კონკრეტული ანტიქართული აქცია, როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს!
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეუთოს კონფერენციაზე საიას და „საფარის“ ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი კვლევა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „შავი ფულით“ ფინანსდებიან.
მშვიდობიანი დემონსტრანტების ქიმიური მოწამვლის შედეგებზე ეუთოში კვლევა წარადგინეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და უცხოელმა ექსპერტებმა ეუთოში კვლევა წარადგინეს, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე სავარაუდო ქიმიური მოწამვლისა და მისი ჯანმრთელობის გახანგრძლივებული შედეგების შესახებ მომზადდა.