ბადრი პატარკაციშვილი
ბიზნესმენი
პერსონის ქრონიკა
ბადრი პატარკაციშვილი მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
4 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მოწმედ ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილეს, დავით ჩხატარაშვილს დაკითხავენ.
პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ჯოზეფ ქეიმ „ცალკე თამაში დაიწყო“ -7 ნოემბრის საქმის მოწმე
7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა, ტარიელ შავერდაშვილმა ჩვენება მისცა. მან ისაუბრა პატარკაციშვილისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, შაქრის ბიზნესსა და ჯოზეფ ქეის როლზე, რომელსაც პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ბიზნესებისა და აქტივების დასაცავად ინვესტორად წარადგენდნენ, თუმცა მოგვიანებით მან დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რასაც დარბაზში საქართველოს ჰიმნის შესრულება და მოსამართლის შენიშვნა მოჰყვა.
სააკაშვილმა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ჯაბა იოსელიანს შეადარა და განაცხადა, რომ მან ქვეყანაში ნარკოტიკები დააბრუნა და მოქალაქეები ქოლცენტრებში დაასაქმა. სააკაშვილის თქმით, მის პრეზიდენტობის დროს ნარკოტიკები აღმოიფხვრა და ხალხი ქვეყანაში ბრუნდებოდა, ხოლო ივანიშვილმა იმედი მოკლა და ხალხს ემიგრაციისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ედავება.
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
პატარკაციშვილების ოჯახმა თბილისში, დიდუბეში მდებარე ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 500 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება, რასაც კომპანია „Biograpi Living“ ახორციელებს.
,, ჯერ ივანიშვილზე ბოლომდე გადამტერებულ პატარკაციშვილს და შემდეგ პატარკაციშვილზე გადამტერებულ ივანიშვილს ემსახურებოდა” – სააკაშვილი
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს და ირაკლი რუხაძის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, რუხაძემ დაადასტურა პატარკაციშვილისა და ივანიშვილის კავშირები რუსულ ძალებთან და პოლიტიკურ მიზნებთან. ყოფილი პრეზიდენტი ასევე საუბრობს 2007 წლის მოვლენებზე, ტელეკომპანია „იმედის“ გარშემო განვითარებულ პროცესებსა და რუხაძის როლზე სხვადასხვა ბიზნესპროცესსა თუ პოლიტიკურ შეთქმულებებში.
"იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილს დაეწყო ღრმა დეპრესია - ინფარქტით გარდაიცვალა, თუმცა, რეალურად, "იმედის" მოვლენებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებაზე - ირაკლი რუხაძე
საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ ჩვენება მისცა. მისი განცხადებით, ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა და დეპრესიამ უზარმაზარი გავლენა იქონია ბადრი პატარკაციშვილის ჯანმრთელობასა და სიკვდილზე.
„ფაქტობრივად, ამან ბადრი პატარკაციშვილი მოკლა“ – ირაკლი რუხაძე
ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს „იმედში“ განვითარებულმა მოვლენებმა და აუდიოჩანაწერის გარშემო შექმნილმა ვითარებამ ბადრი პატარკაციშვილი იმსხვერპლა. მისი თქმით, პატარკაციშვილმა ჩანაწერი გიორგი თარგამაძეს გადასცა, თუმცა მან ეთერში გაშვებაზე უარი თქვა, მოგვიანებით კი ის „რუსთავი 2“-მა გადაკეთებულად გაუშვა. ბრალდებებს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ რუხაძე იტყუება, ხოლო „იმედი“ თავად ჟურნალისტებმა დახურეს.