"თამარ ჩერგოლეიშვილს ჩვენ არ ვპასუხობთ. არ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ ვუპასუხოთ" - ლაშა ფარულავა
4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარებამ ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება გამოიწვია. თამარ ჩერგოლეიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა და განაცხადა, რომ ისინი მას არ უპასუხებენ. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამაც.