ირაკლი ხელაძე: სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა რა სჭირდებათ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ხელაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ადასტურებს, რომ ოპოზიციას მოქალაქეების საჭიროებებზე მეტად გარედან მიღებული დავალებები აინტერესებს.

სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
წამყვანმა მას მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასება სთხოვა.
„ერთი მთავარი უბედურება მათი [ოპოზიციის] პატრონების ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილისნაირ პერსონებზე აკეთებენ კვლავ აქცენტს. ესეც მიუთითებს მათ დღევანდელ მდგომარეობას, რომ სრულიად განიარაღებულები არიან და სხვა დასაყრდენს ფიზიკურად ვერ ნახულობენ. სააკაშვილის განცხადებაში იკვეთება, რომ ამ ადამიანებისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ფიქრობს საქართველოს მოქალაქე, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის, რა პოლიტიკის წარმართვაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი სუვერენული უფლებები დავიცვათ სხვებთან ურთიერთობაში. ამ ადამიანებისთვის მთავარია რას დაავალებენ გარედან უცხოელი პატრონები და რა პოლიტიკა იქნება მათი მხრიდან დაყენებული დღის წესრიგში. შესაბამისად, სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში“, - აღნიშნა ხელაძემ.
მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ოპოზიციას გადარჩენის ერთადერთ საშუალებად, სააკაშვილი დაუსახელეს. კრიზისში მყოფი ოპოზიციის მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი, პატიმრის განცხადებით, მხოლოდ მასთან ერთიანობაა. პარტნიორებთან შეხვედრაზე ყოფნას უარყოფს „ლელო“, თუმცა პარტიაში იმას ადასტურებენ, რომ სხვადასხვა საკითხზე რჩევებს სწორედ უცხოელებისგან იღებენ.
ციტატები სტატიიდან
„ერთი მთავარი უბედურება მათი [ოპოზიციის] პატრონების ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილისნაირ პერსონებზე აკეთებენ კვლავ აქცენტს. ესეც მიუთითებს მათ დღევანდელ მდგომარეობას, რომ სრულიად განიარაღებულები არიან და სხვა დასაყრდენს ფიზიკურად ვერ ნახულობენ. სააკაშვილის განცხადებაში იკვეთება, რომ ამ ადამიანებისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ფიქრობს საქართველოს მოქალაქე, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის, რა პოლიტიკის წარმართვაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი სუვერენული უფლებები დავიცვათ სხვებთან ურთიერთობაში. ამ ადამიანებისთვის მთავარია რას დაავალებენ გარედან უცხოელი პატრონები და რა პოლიტიკა იქნება მათი მხრიდან დაყენებული დღის წესრიგში. შესაბამისად, სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…