ბესიკ დონაძე - კრიპტობიზნესის მარეგულირებელი ეროვნული ბანკია და მისი საბჭოს წევრები დაკავებული არიან კრიპტობიზნესით, ამას კორუფცია ჰქვია, გამოდის, მთლიანად ეროვნული ბანკი იყო სქემაში ჩართული - მისი რეპუტაცია ჯერ რა იყო და დღეს გაცამტვერდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კრიპტობიზნესით დაკავება კორუფციაა. განცხადება მოჰყვა გენერალური პროკურატურის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით.