ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი შარაშიძე – პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკვე მიღებული აქვს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაგახარია საქართველოსთვისნაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტები

გიორგი შარაშიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება და სასამართლო „ქართული ოცნების“ მიღებულ გადაწყვეტილებას გააფორმებს. მისი თქმით, მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, კონსტიტუციის რა მუხლი დაარღვია „გახარია საქართველოსთვის“.

გიორგი შარაშიძე – პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკვე მიღებული აქვს
გიორგი შარაშიძე – პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკვე მიღებული აქვსპირველი არხი

ორი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რაც ხდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ვსაუბრობდით: „ქართულ ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ გადაწყვეტილების ფორმალურად გაფორმება მოუწევს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, მთელი ეს პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება.

„ეს პროცესი ადასტურებს მთავარ საკითხსაც – თავიდანვე გაუგებარი, სრულიად აბსურდული და ხელოვნური იყო ჩვენი პარტიის ამ სარჩელში დამატება, ამ ორმა დღემ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოსამართლეებისთვისაც გაუგებარია. ამასთან, საზოგადოებაც დარწმუნდა, რომ ამ სიაში ჩვენი პარტია აბსოლუტურად ხელოვნურად არის დამატებული.

მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, კონსტიტუციის რომელი მუხლი შეიძლება დაერღვია ჩვენს პოლიტიკურ პარტიას. ეს გაუგებარია მოსამართლეებისთვისაც, რასაც ისინი თავადაც ადასტურებენ. ამასთან, ისინი ვერც იმას ბედავენ, რომ, ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელე მხარეს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალონ და მოსთხოვონ, დააკონკრეტოს, კონსტიტუციის რომელი მუხლის დარღვევას გვედავება.

მთელი ეს პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება. შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს იმისგან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკვე მიღებული აქვს ოფისში“, – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს პროცესი ადასტურებს მთავარ საკითხსაც – თავიდანვე გაუგებარი, სრულიად აბსურდული და ხელოვნური იყო ჩვენი პარტიის ამ სარჩელში დამატება, ამ ორმა დღემ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მოსამართლეებისთვისაც გაუგებარია. ამასთან, საზოგადოებაც დარწმუნდა, რომ ამ სიაში ჩვენი პარტია აბსოლუტურად ხელოვნურად არის დამატებული. მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, კონსტიტუციის რომელი მუხლი შეიძლება დაერღვია ჩვენს პოლიტიკურ პარტიას. ეს გაუგებარია მოსამართლეებისთვისაც, რასაც ისინი თავადაც ადასტურებენ. ამასთან, ისინი ვერც იმას ბედავენ, რომ, ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელე მხარეს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალონ და მოსთხოვონ, დააკონკრეტოს, კონსტიტუციის რომელი მუხლის დარღვევას გვედავება. მთელი ეს პროცესი აბსურდის თეატრს ემსგავსება. შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს იმისგან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკვე მიღებული აქვს ოფისში“
გიორგი შარაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი შარაშიძე – პარტიების აკრძალვის სიაში „გახარია საქართველოსთვის“ დამატებით, „ოცნება“ კატასტროფულ შედეგებს მიიღებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები