საბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საბა მარკელიამ პარიზში მიმდინარე ტაილანდური კრივის ევროპის ჩემპიონატზე (U18, -60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. სპორტის სამინისტროს ცნობით, ეს საქართველოსთვის აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიასა და წონაში პირველი, ისტორიული მედალია.