პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძალოსანი გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მფლობელია

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო

ალბანეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსანმა გიგა ოდიკაძემ ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მარიამ მაისურაძე ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

ძალოსანი გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მფლობელია
რუსთავი 2

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანი გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მფლობელია.

ალბანეთის ქალაქ დურესში 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი ძალოსნები მონაწილეობენ.

ძალოსანმა გიგა ოდიკაძემ (60კგ) ატაცში ოქროს, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ძალოსანმა ატაცში 120 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. აკვრაში 142 კგ მოაგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდში დაძლეული 262 კილოგრამითაც ასევე ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა ძალოსანმა მარიამ მაისურაძემ (49 კგ) ატაცში 76 კგ დააფიქსირა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა; აკვრაში - 96 კგ, რაც ასევე მეორე შედეგი იყო; ორჭიდის ჯამში კი 172 კგ აწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოძალოსანი მარიამ მაისურაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
  2. იმედინიუსისამთავრობოძალოსანი გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მფლობელია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ძალოსანი გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები