სხვადასხვა · 19 ოქტომბერი, 00:52
ძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა აკვრაში 202 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძალოსანმა ატაცში დაძლებული 154 კილოგრამით მეათე ადგილი დაიკავა, ორჭიდში მოგროვილი 357 კილოგრამით კი ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.