იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ აფასებს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივას. მისი თქმით, ცვლილება მასშტაბურია, თუმცა შეიცავს სისტემურ ხარვეზებს. ძნელაშვილი გამოყოფს 4 ძირითად ინიციატივას კანონში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად: დიფერენცირებული განაკვეთის შენარჩუნება და ზღვრის აწევა (200 000-300 000 ლარამდე), დარიცხული ხელფასის ნაცვლად ხელზე ასაღები თანხის გათვალისწინება, ოჯახის წევრის განმარტების დაზუსტება ემიგრანტების გზავნილებთან დაკავშირებით, და უძრავი ქონების გადასახადის ყოველწლიური ზრდის 10%-იანი ლიმიტის შემოღება ესტონური გამოცდილებით.