შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა 210 ერთეული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს
შემოსავლების სამსახურისა და შსს-ს ინფორმაციით, „თბილისის აეროპორტისა“ და „ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის შემოწმების შედეგად 210 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების „თბილისის აეროპორტისა“ და „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, ჯამში 210 აბი/პრეპარატი ამოიღეს, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს შეიცავს.
მომხდარზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.