ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარიზსა და ლიონში საპროტესტო აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

საფრანგეთში სტუდენტური საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებითა და არეულობით დასრულდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 სამართალდამცველი. პარიზსა და ლიონში დემონსტრანტებმა ავტომობილი დაწვეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

პარიზსა და ლიონში საპროტესტო აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა
პარიზსა და ლიონში საპროტესტო აქციებზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდაიმედინიუსი

საფრანგეთში, სტუდენტური მობილიზაციის მეხუთე ტალღის ფარგლებში გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებითა და ვანდალიზმით დასრულდა. არეულობის კერები განსაკუთრებით პარიზსა და ლიონში დაფიქსირდა.

დედაქალაქში ვითარება ვობანის მოედანზე დაიძაბა. დემონსტრანტებმა ავტომობილი დაწვეს.

სამართალდამცველებმა ალმოდებული ავტომობილის ირგვლივ უსაფრთხოების პერიმეტრი შექმნეს, რის შემდეგაც მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.

Twitter

მეტროსადგურ „დიუროკთან“ ვანდალურად დაარბიეს ღვინის მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ობიექტი.

სერიოზული დაპირისპირება მოხდა ლიონშიც, სადაც ასობით პროვოკატორმა ქალაქის ინფრასტრუქტურა და მაღაზიები დააზიანა, სამართალდამცველებს კი სხვადასხვა საგნები დაუშინა.

არეულობის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 4 პოლიციელი და ჟანდარმი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?