ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საფრანგეთში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები გრძელდება

საფრანგეთში სტუდენტებისა და მოსწავლეების მასშტაბური საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. პარიზში, ელენ ბუშეს სახელობის ლიცეუმთან, სამართალდამცველებმა ბარიკადების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის მასშტაბით ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხდა.

საფრანგეთში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები გრძელდება
საფრანგეთში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები გრძელდებაიმედინიუსი

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქცია დღესაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება პარიზში, სადაც პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის წინ აღმართული ბარიკადების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ხუთშაბათს დილით, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ელენ ბუშეს სახელობის ლიცეუმთან ათობით მოსწავლემ ქუჩაში ნაგვის ურნები გამოიტანა და ბარიკადები აღმართა. პოლიციამ ტერიტორიის გასათავისუფლებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

როგორც ფრანგული მედია წერს, ელენ ბუშეს ლიცეუმი საფრანგეთის დედაქალაქში მოსწავლეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ კერად იქცა. ხუთშაბათს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების გამო ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხდა.

მოსწავლეების საპროტესტო მოძრაობის მხარდასაჭერად, დღის განმავლობაში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სულ მცირე 12 დემონსტრაციაა დაგეგმილი.

მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს დასასრული ჯერ არ უჩანს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.