პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი – ექსტრემისტული პროცესი თუ განგრძობითია, რასაკვირველია, ვეღარ დავკმაყოფილდებით იმით, რომ ბევრი დამნაშავე დაისაჯა, ოპოზიციაში ყოფნისასაც კი, ექსტრემისტებმა ამას მისცეს სისტემური ხასიათი

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისად უნდა იმოქმედოს და ქვეყანა სისტემურ დანაშაულებრივ ქმედებებს აარიდოს. პარლამენტის 88 წევრის სარჩელი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვს.

გია ვოლსკი – ექსტრემისტული პროცესი თუ განგრძობითია, რასაკვირველია, ვეღარ დავკმაყოფილდებით იმით, რომ ბევრი დამნაშავე დაისაჯა, ოპოზიციაში ყოფნისასაც კი, ექსტრემისტებმა ამას მისცეს სისტემური ხასიათი
პირველი არხი

უკვე ყველასთვის ნათელია, რის გამოც მიმართა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს. არც არავინ მალავს, ზოგი ამბობს, სწორედაც ეს სადისტური მმართველობა უნდა ყოფილიყო საქართველოში, სწორედაც ეს რევოლუციური, ექსტრემისტული პროცესი არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პრინციპულად ვეწინააღმდეგებით ასეთ მიდგომას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის შესახებ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმოქმედოს შესაბამისად და ქვეყანა სისტემურ დანაშაულებრივ ქმედებებს აარიდოს.

„რასაკვირველია, თუ ეს პროცესი არის განგრძობითი, ჩვენ ვეღარ დავკმაყოფილდებით იმით, რომ ბევრი დამნაშავე დაისაჯა, ბევრმა მოიხადა სასჯელი, ბევრი სადისტი დაისაჯა, ვინაიდან ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც კი, ექსტრემისტებმა ამას მისცეს სისტემური ხასიათი. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმოქმედოს შესაბამისად და ქვეყანა აარიდოს ამ სისტემურ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაღუპვას უქადის. ეს არის ჩვენი პოზიცია. რასაკვირველია, პროცესი დაგვანახებს, სად ვართ მართლები და სად შეიძლება, ვცდებოდეთ. სასამართლო დამოუკიდებელია, თავის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე, რომელიც წარდგენილია განსახილველად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პოლიტიკურ ჯგუფებად წოდებული ადამიანთა გაერთიანება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზანს ემსახურება, არ უნდა არსებობდეს - გია ვოლსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები