ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი – ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის დეზინფორმაციას ეფუძნება, ხოლო მისი ერთადერთი მიზანი მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნაა.

თორნიკე ჭეიშვილი – ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნა
თორნიკე ჭეიშვილი – ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, მიზანია მორიგი საინფორმაციო ხმაურის შექმნაპირველი არხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა დეზინფორმაციას ეფუძნება და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს მოიცავს.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ასეთი დასკვნების მიზანია საინფორმაციო ხმაურის გამოწვევა.

„ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, რომელიც გაჯერებულია ურთიერთგამომრიცხავი, სხვადასხვა ტიპის „მიგნებებით“, პირდაპირ ეფუძნება დეზინფორმაციას და ფაქტების დამახინჯებას. თუ გავითვალისწინებთ და მხედველობაში მივიღებთ ვენეციის კომისიის სრულ სახელწოდებას, აქ ალბათ გარკვეული კორექტირების შეტანა იქნება საჭირო. აღნიშნული კომისია იწოდებოდა სახელწოდებით – „დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით“, ახლა უკვე თამამად შეგვიძლია მას ვუწოდოთ – „დემოკრატიისთვის“ დეზინფორმაციის მეშვეობით. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ ყალბ ნარატივზე და აღქმებზე დაფუძნებით ისინი აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, შეიქმნას მორიგი საინფორმაციო ხმაური. საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ამ შემთხვევაში იყო მათი შეფასების საგანი, იმ თავითვე ერთმნიშვნელოვნად, ძალიან მკაცრად იყო გატარებული კონსტიტუციურობის ფილტრში. ამ თვალსაზრისით არ არსებობდა არავითარი არსებითი კითხვის ნიშანი“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, კომისიის დასკვნა ეხება 2026 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ აქტებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვენეციის კომისიის მხრიდან ეს არ არის პირველი აბსურდული ტიპის ე.წ. დასკვნა, რომელიც გაჯერებულია ურთიერთგამომრიცხავი, სხვადასხვა ტიპის „მიგნებებით“, პირდაპირ ეფუძნება დეზინფორმაციას და ფაქტების დამახინჯებას. თუ გავითვალისწინებთ და მხედველობაში მივიღებთ ვენეციის კომისიის სრულ სახელწოდებას, აქ ალბათ გარკვეული კორექტირების შეტანა იქნება საჭირო. აღნიშნული კომისია იწოდებოდა სახელწოდებით – „დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით“, ახლა უკვე თამამად შეგვიძლია მას ვუწოდოთ – „დემოკრატიისთვის“ დეზინფორმაციის მეშვეობით. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ ყალბ ნარატივზე და აღქმებზე დაფუძნებით ისინი აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, შეიქმნას მორიგი საინფორმაციო ხმაური. საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ამ შემთხვევაში იყო მათი შეფასების საგანი, იმ თავითვე ერთმნიშვნელოვნად, ძალიან მკაცრად იყო გატარებული კონსტიტუციურობის ფილტრში. ამ თვალსაზრისით არ არსებობდა არავითარი არსებითი კითხვის ნიშანი“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?