პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ისინი გვთავაზობენ ისეთი კანონები კი არ მივიღოთ, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ინტერესებში, არამედ იმგვარი საკანონმდებლო აქტები მივიღოთ, რომელიც მათი ვიწრო მერკანტილური ინტერესების სამსახურში შეიძლება აღმოჩნდეს

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატი თორნიკე ჭეიშვილი ევროკომისიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ანგარიშის ავტორები საქართველოს საკუთარი ვიწრო მერკანტილური ინტერესების შესაბამისი კანონების მიღებას სთავაზობენ.

თორნიკე ჭეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ისინი გვთავაზობენ ისეთი კანონები კი არ მივიღოთ, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ინტერესებში, არამედ იმგვარი საკანონმდებლო აქტები მივიღოთ, რომელიც მათი ვიწრო მერკანტილური ინტერესების სამსახურში შეიძლება აღმოჩნდეს
იმედინიუსი

ბატონ ელჩს [პაველ ჰერჩინსკის] მოვუწოდებდი და შევუთვლიდი, რომ საქართველოში მხოლოდ ქართული კანონები მიიღება და ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება და არა ზოგიერთების მითითებებით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი ორმაგ სტანდარზე ამახვილებს ყურადღებას.

„რაც შეეხება კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებს, დღესაც ყელში ეჩხირებათ კანონები ოჯახური ღირებულებების შესახებ, ასევე გამჭვირვალობის შესახებ. პირდაპირ არის ანგარიშში დაფიქსირებული მკაცრი ტონი და იმავდროულად მათ მხედველობიდან გამორჩათ ის, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოში ჩვენზე უფრო მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო მოქმედებს ამ საკითხებზე. როცა საუბარია ე.წ. ანტი ლგბტ კანონზე, ეს არის ერთ-ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს და ეს ბევრ რამეზე მიუთითებს. ანუ რეალურად ისინი გვთავაზობენ იმას, რომ არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდეს კანონშემოქმედებითი საქმიანობა პარლამენტში, ისეთი კანონები კი არ მივიღოთ, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ინტერესებში, არამედ იმგვარი საკანონმდებლო აქტები მივიღოთ, რომელიც მათი ვიწრო მერკანტილური ინტერესების სამსახურში შეიძლება აღმოჩნდეს. ეს ორმაგი სტანდარტი ხელის გულზე დევს. რატომ არ ხდება მაშინ ევროკომისიის მხრიდან თუნდაც საფრანგეთის მწვავედ გაკრიტიკება იმის გამო, რომ მათ აქვთ იმაზე უფრო მკაცრი საკანონმდებლო მოწესრიგება გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე ეს არის გათვალისწინებული გამჭვირვალობის ქართული კანონით, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში უტიფრად ბრენდავდნენ, როგორც რუსულ კანონად“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რაც შეეხება კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებს, დღესაც ყელში ეჩხირებათ კანონები ოჯახური ღირებულებების შესახებ, ასევე გამჭვირვალობის შესახებ. პირდაპირ არის ანგარიშში დაფიქსირებული მკაცრი ტონი და იმავდროულად მათ მხედველობიდან გამორჩათ ის, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ სახელმწიფოში ჩვენზე უფრო მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო მოქმედებს ამ საკითხებზე. როცა საუბარია ე.წ. ანტი ლგბტ კანონზე, ეს არის ერთ-ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს და ეს ბევრ რამეზე მიუთითებს. ანუ რეალურად ისინი გვთავაზობენ იმას, რომ არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდეს კანონშემოქმედებითი საქმიანობა პარლამენტში, ისეთი კანონები კი არ მივიღოთ, რომელიც იქნება ქართველი ხალხის ინტერესებში, არამედ იმგვარი საკანონმდებლო აქტები მივიღოთ, რომელიც მათი ვიწრო მერკანტილური ინტერესების სამსახურში შეიძლება აღმოჩნდეს. ეს ორმაგი სტანდარტი ხელის გულზე დევს. რატომ არ ხდება მაშინ ევროკომისიის მხრიდან თუნდაც საფრანგეთის მწვავედ გაკრიტიკება იმის გამო, რომ მათ აქვთ იმაზე უფრო მკაცრი საკანონმდებლო მოწესრიგება გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე ეს არის გათვალისწინებული გამჭვირვალობის ქართული კანონით, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში უტიფრად ბრენდავდნენ, როგორც რუსულ კანონად“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი - თუ ვინმეს აქვს რამე შესაცვლელი ამ ურთიერთობაში, ეს ევროკავშირიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები