პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგარეო ვაჭრობა გაიზარდა - მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია

საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით, ხოლო ექსპორტი თითქმის 20%-ით გაიზარდა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებლები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

საგარეო ვაჭრობა გაიზარდა - მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია
რუსთავი 2

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ახალი მონაცემები დათვალა. ბოლო 9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 9 მთელი 2 მეათედი პროცენტით გაიზარდა. თითქმის 20 პროცენტით მეტია ექსპორტი, იმპორტი კი 5 მთელი 3 მეათედი პროცენტით არის გაზრდილი.

რეკორდულ მონაცემებზე აკეთებენ აქცენტს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. ის პოლიტიკა კი, რომელიც ქვეყანაში წარმოების გაფართოებას ეხება, მაჩვენებლებზე დადებითად აისახება.

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, იმედისმომცემ მონაცემებზე საუბრობენ ეკონომიკის ექსპერტები. ანალიტიკოსებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციური9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა|ექსპრეს მონაცემები
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალური„საქსტატი“ - 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 20 534.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2%-ით მეტია
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაგარეო სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 20 მილიარდ 535 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია - საქსტატი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-სექტემბერში 20 მილიარდს გადააჭარბა - ექსპორტის და იმპორტის გაზრდილი მაჩვენებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები