ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს - "კურიერმა" დაკავებულების შესახებ დეტალები გაარკვია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ქვემო ქართლსა და იმერეთში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავა; „კურიერის“ ცნობით, ერთ-ერთი ირანის, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს - "კურიერმა" დაკავებულების შესახებ დეტალები გაარკვია
სამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს - "კურიერმა" დაკავებულების შესახებ დეტალები გაარკვიარუსთავი 2

500 ლარი ხელზე აიღო და ნარკოტიკიც ხელიდან ხელში გადასცა. რეალიზატორი დარწმუნებული იყო, რომ ე.წ. ფაქტი მომხმარებელს მიჰყიდა. რეალურად კი, მის წინააღმდეგ პოლიციამ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვა.

საკონტროლო შესყიდვა ქუთაისშია გადაღებული. მამაკაცი, რომელიც შსს-ის მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს და ნარკოტიკს ასაღებს, პოლიციამ მალევე დააკავა. "კურიერის" ინფორმაციით, ის ირანის მოქალაქეა.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მისგან გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ამოღებულია თანხაც, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქემ, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად აიღო.

ნარკოტიკების რეალიზატორი დააკავეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც.

ახალგაზრდა მამაკაცი ნარკოტიკს ქუჩაში, ავტომობილში ყიდდა - დანაშაულს ფარული კადრებიც ადასტურებს. საკონტროლო შესყიდვის მასალა სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით გადაიღეს.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, ის ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო.

რეალიზატორების დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კომპლექსური და ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დაადგინეს, რომ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნარკოდანაშაულის სქემაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და ნარკოტიკს სისტემატურად ასაღებდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?