პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ამოღებულია 40 კგ-მდე ნარკოტიკი" - იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციამ ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.

"ამოღებულია 40 კგ-მდე ნარკოტიკი" - იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციამ "გამოავლინა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთა 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი". ამის შესახებ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მაიზერ ხვარაშიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.

"უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემაში იყო ჩართული. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე "მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე "ჰაშიში“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის, გავრცელებისა და რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ" - აცხადებს შსს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოიმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
  2. ფორმულაოპოზიციური"ამოღებულია 40 კგ-მდე ნარკოტიკი" - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
  3. რუსთავი 2სამთავრობოიმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიიმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
  5. ალიაოპოზიციურიიმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები