პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გაშიფრულია ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის სქემა - დაკავებულია 2 ნარკორეალიზატორი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა — მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გაშიფრულია ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის სქემა - დაკავებულია 2 ნარკორეალიზატორი
TV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა რამდენჯერმე განახორციელა.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს
  2. ფორმულაოპოზიციურინარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - 1 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა ქვემო ქართლსა და იმერეთში 2 ნარკორეალიზატორი დააკავეს - "კურიერმა" დაკავებულების შესახებ დეტალები გაარკვია
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"ამოღებულია 40 კგ-მდე ნარკოტიკი" - იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები