პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა - სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად აქცია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველ საუკუნეში შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინანდელმა ისტორიულმა არჩევანმა ქვეყნის გზა შეუქცევადად განსაზღვრა და ის ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად აქცია.

ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა - სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად აქცია
იმედინიუსი

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად აქცია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა - ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა. სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად და მის ერთ-ერთ უძველეს შემოქმედად აქცია. საუკუნეების განმავლობაში, უდიდეს იმპერიათა და ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მყოფ ჩვენს სამშობლოს მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოუნახა თვითმყოფადობა. ამ უწყვეტ ჯაჭვში განუზომელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი უდიდესი სულიერი და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლი”, - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 5ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა - სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, თვითმყოფადობისა მთავარი ღერძი
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა, ჩვენი გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ სწორედ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც თავად ეს დიდი ცივილიზაცია შექმნა
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა, ჩვენი გზა ევროპული ოჯახისკენ ამ ღირებულებებს ეფუძნება
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა - ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მყოფ ჩვენს სამშობლოს მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოუნახა თვითმყოფადობა, ამ უწყვეტ ჯაჭვში კი განუზომელია ეკლესიის ღვაწლი
  5. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით
  6. POSTVსამთავრობოპრემიერი: “დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები