პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ აბაშიძე რუსთაველის გამზირის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

GWP

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე რუსთაველის გამზირსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ახლდება.

ზურაბ აბაშიძე რუსთაველის გამზირის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
იმედინიუსი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილთან და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამავდროულად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

„დღეს ადგილზე გავეცანით მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს და მთაწმინდის რაიონის გამგეობის და კომპანია „GWP-ის“ წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს სამუშაოების ტემპი, რათა რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია თანხვედრაში მოვიდეს“, - განაცხადაზურაბ აბაშიძემ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელზეც მთაწმინდის გამგეობა მუშაობს, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის სრულ განახლებასაც მოიცავს.

განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი ხაზები და დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „GWP“ ჩაერთვება. ქუჩის გასწვრივ მცენარეები დაირგვება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ აბაშიძე რუსთაველის გამზირის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ადგილზე გავეცანით მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს და მთაწმინდის რაიონის გამგეობის და კომპანია „GWP-ის“ წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს სამუშაოების ტემპი, რათა რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია თანხვედრაში მოვიდეს“
ზურაბ აბაშიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
GWP ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები