"გვქონდა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის ჩაგვებარებინა ანგარიში მიმდინარე და გასულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ" - ზურაბ აბაშიძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. მან ყურადღება გაამახვილა რაიონის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მთაწმინდის მაჟორიტარმა, ზურაბ აბაშიძემ, მოსახლეობას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. შეხვედრაზე მან საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სამაჟორიტარო ბიუროს მუშაობაზე ისაუბრა.
განსაკუთრებული ყურადღება რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო, მათ შორის სკვერების, სპორტული მოედნებისა და გზების მოწესრიგებას, ასევე რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე მასშტაბურ რეაბილიტაციას.
"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის ჩაგვებარებინა ანგარიში მიმდინარე წელს და გასულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. მე წარვდექი როგორც, პირველ რიგში, როგორც მაჟორიტარი წევრი დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის, ასევე, როგორც დღეს საკრებულოს თავმჯდომარე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ყოველთვიურად, ჩვენი დეპუტატები, საკრებულოს წევრები ახორციელებენ ესეთ ტიპის ღონისძიებას, როდესაც საზოგადოებას აბარებენ ანგარიშს", - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
- იმედინიუსითბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
- პირველი არხითბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საქმიანობის ანგარიში წარადგინა
- POSTVთბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.