ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში დააკავეს ირანელი აქტივისტი, მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი დააკავა თავშესაფრის მინიჭებაზე უარის შემდეგ, ხოლო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ ირანში გაძევების შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური და მყისიერი საფრთხე შეექმნება.

თბილისში დააკავეს ირანელი აქტივისტი, მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი
თბილისში დააკავეს ირანელი აქტივისტი, მოჰამად მაჰდი რაჰიმიანინეტგაზეთი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისში დააკავეს ირანელი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი. უწყება ამბობს, რომ 2026 წლის 26 ივნისიდან ირანის მოქალაქეს შეუწყდა თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და მას საქართველოში ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

„უფლებები საქართველო“ აცხადებს, რომ რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ირანში გაძევების შემთხვევაში შეექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე. ორგანიზაცის ცნობითვე, დაკავებულ ირანელ აქტივისტს და მის მეუღლეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც ქართულ სკოლაში სწავლობენ.

შსს ამბობს, რომ რაჰიმიანის მიმართ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. უწყება განმარტავს, რომ მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი საქართველოში 2022 წლის 22 აპრილს შემოვიდა და იმავე წლის 26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით მიმართა.

„მიგრაციის დეპარტამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეისწავლა აღნიშნული პირის საქმე და 2024 წლის 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნული გადაწყვეტილება პირმა სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სრულად გაიზიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია და ძალაში დატოვეს მიღებული გადაწყვეტილება“, – ამბობს შსს.

კანონის თანახმად, უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველო ქვეყანაში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე. შსს ამბობს, რომ აღნიშნულმა პირმა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა და საქართველოს ტერიტორია არ დატოვა.

„შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი დაკავებულ იქნა და მოთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები“, – ამბობს შსს.

უწყება განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო როგორც წარმოშობის ქვეყნის, ისე მესამე ქვეყნის მიმართულებით.

„უფლებები საქართველო“ მოუწოდეს სახელმწიფო ორგანოებს, „იმოქმედონ არგაძევების პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიგრაციის დეპარტამენტმა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეისწავლა აღნიშნული პირის საქმე და 2024 წლის 16 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული გადაწყვეტილება პირმა სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სრულად გაიზიარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია და ძალაში დატოვეს მიღებული გადაწყვეტილება“
„შესაბამისად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი დაკავებულ იქნა და მოთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?