ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელი ბელარუსი კაცი დააკავეს — მედია

ქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ბელარუსული დამოუკიდებელი მედიის ცნობით, საქართველოში ბელარუსი ლევ მიხეევი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს 2021 წლიდან ითხოვდა. დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველოში მოხდა, სადაც იგი დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გასახანგრძლივებლად იყო მისული.

საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელი ბელარუსი კაცი დააკავეს — მედია
საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელი ბელარუსი კაცი დააკავეს — მედიანეტგაზეთი

ბელარუსული დამოუკიდებელი გამოცემები იუწყებიან, რომ საქართველოში ბელარუსი ლევ მიხეევი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს 5 წლის მანძილზე, 2021 წლის აგვისტოდან ითხოვდა.

ბელარუსული გამოცემები, Nasha Niva, Belsat, Pozirk, ასევე რუსული დამოუკიდებელი პლატფორმა SOTA, წერენ, რომ ლევ მიხეევი საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და ბელარუსი მან 2020 წლის მოვლენების შემდეგ დატოვა. ის მარტყოფში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის სამმართველოში დააკავეს.

ერთ-ერთი გამოცემა წერს იმასაც, რომ საქართველოში ყოფნისას მიხეევი მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისგან (KGB) მუქარებსაც იღებდა ამასთან დაკავშირებით.

როგორც მედიაში წერენ, მიხეევი უწყებაში დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გასახანგრძლივებლად იყო მისული. დაკავების შემდეგ იგი თბილისში გადაიყვანეს და ამის შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა. კავშირის დაკარგვამდე მან მომხდარის შესახებ შეატყობინა უფლებადამცველ რომან კისლიაკს.

ნეტგაზეთი ცდილობს მიგრაციის დეპარტამენტში ინფორმაციის დადასტურებას და მათგან დამატებით სხვა დეტალების მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

მთავარ ფოტოზე: ლევ მიხეევი (მარცხნივ) და რომან კისლიაკი. ფოტო კისლიაკის პირადი არქივიდან, რომელიც მან გამოცემა Pozirk-ს მიაწოდა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.