საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დელეგატები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილს შეხვდნენ. მხარეებმა რეგიონებში მიმდინარე პროექტებსა და 2027 წელს დაგეგმილი სამუშაოების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ორგანიზებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, პარლამენტში წარმოდგენილი დელეგატების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ილია ბეგიაშვილის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, დელეგატებისთვის მნიშვნელოვანია მათ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლისგან ინფორმაციის მოსმენა, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესები და რა ეტაპზეა ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი. მისი განცხადებით, სამუშაო შეხვედრის ფორმატი საინტერესოა ინფორმაციული თვალსაზრისით და მსგავსი შეხვედრები პრაქტიკულ შედეგებსაც იძლევა.
სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ 2027 წელს მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მათ განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებაზე იმსჯელეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.