ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

BBC ჯოან როულინგზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

BBC ჯოან როულინგზე ორსერიიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რომელშიც მწერლის წარმატებასთან ერთად ფემინიზმსა და გენდერულ იდენტობაზე მის რეზონანსულ გამონათქვამებსაც მიმოიხილავენ.

BBC ჯოან როულინგზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს
BBC ჯოან როულინგზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებსიმედინიუსი

ბრიტანული ტელერადიოკომპანია BBC მწერალ ჯოან როულინგის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. Deadline-ის ცნობით, ფილმი ორი სერიისგან შედგება. პირველში მოთხრობილი იქნება „ჰარი პოტერის“ შესახებ რომანების სერიის შექმნასა და ჯადოსნური სამყაროს წარმატებაზე. მეორეში კი შეეხებიან მწერლის გამონათქვამებს ფემინიზმზე, სიტყვის თავისუფლებასა და გენდერულ იდენტობაზე. ამ განცხადებების გამო ის ინტერნეტში დისკუსიების ცენტრში მოექცა.

„ჰარი პოტერის“ პირველი წიგნის გამოქვეყნებიდან 30 წლის შემდეგ, ჩანს, რომ BBC-ისთვის არ არსებობს უკეთესი დრო, რათა ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთ გამოჩენილ ფიგურას გაეცნოს“, - განაცხადა BBC-ს ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელმა საიმონ იანგმა.

ფილმში შევა იშვიათი საარქივო მასალები, ასევე იმ ადამიანების ინტერვიუები, რომლებთანაც როულინგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია. გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, პრემიერა შესაძლოა დეკემბერში შედგეს - იმავე დროს, როცა HBO-ზე ჰარი პოტერის შესახებ სერიალი გამოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჰარი პოტერის“ პირველი წიგნის გამოქვეყნებიდან 30 წლის შემდეგ, ჩანს, რომ BBC-ისთვის არ არსებობს უკეთესი დრო, რათა ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთ გამოჩენილ ფიგურას გაეცნოს“
საიმონ იანგი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?