პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ჯინჭარაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში 14 ახალგაზრდა დასაქმდა. მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მათ შეხვდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდების მოზიდვა და მათი პროფესიული განვითარება უწყების უმთავრესი პრიორიტეტია.

გიორგი ჯინჭარაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა
რუსთავი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამაში ჩართვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ახალგაზრდების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარება და ჩვენს სტრუქტურაში ჩართულობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სტაჟირების პროგრამაც.

დარწმუნებული ვარ, სტაჟიორები თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენენ. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ სამთვიანი პროგრამით არ დასრულდეს და სამომავლოდაც გავაგრძელოთ ურთიერთობა“, – აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში 14 ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც უწყებების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან და პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 14 ახალგაზრდა სტაჟირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაივლის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახალგაზრდების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარება და ჩვენს სტრუქტურაში ჩართულობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სტაჟირების პროგრამაც. დარწმუნებული ვარ, სტაჟიორები თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენენ. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ სამთვიანი პროგრამით არ დასრულდეს და სამომავლოდაც გავაგრძელოთ ურთიერთობა“
გიორგი ჯინჭარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები