ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდა ექიმების პროფესიული განვითარების მხარდამჭერი საკითხები განიხილეს. პროგრამას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს და 2026 წელს მის ფარგლებში 40-მდე სტუდენტის განაცხადი დაკმაყოფილდა.

გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდარუსთავი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი ახალგაზრდა ექიმებთან კომუნიკაცია და მათი პროფესიული განვითარების მხარდამჭერი საკითხების განხილვა იყო.

"ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ახალგაზრდების პროფესიული წარმატება, რაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ქვეყნის და აფხაზეთის სახელთან. პროგრამის ფარგლებში, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს აღნიშნული მხარდაჭერით სარგებლობა და საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

რეზიდენტურის დაფინანსების კომპონენტი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება და ბენეფიციარებისთვის სამედიცინო საქმიანობის უფლების მოპოვების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

2026 წელს, პროგრამის ფარგლებში, რეზიდენტურის 40-მდე სტუდენტის განაცხადი დაკმაყოფილდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ახალგაზრდების პროფესიული წარმატება, რაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ქვეყნის და აფხაზეთის სახელთან. პროგრამის ფარგლებში, მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, რათა მომავალში კიდევ უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს აღნიშნული მხარდაჭერით სარგებლობა და საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება“
გიორგი ჯინჭარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.