ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამსაქმებლებთან შეხვედრების სეზონი დაიწყო, სადაც პირველკურსელები „McDonald’s საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და სწავლის პარალელურად მოქნილი გრაფიკით დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი დაიწყო
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი დაიწყოინტერპრესნიუსი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ - ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, „McDonald’s საქართველოს“ ადამიანური რესურსების მართვის გუნდის წევრებს შეხვდნენ და ამ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პირველკურსელებმა პირველწყაროდან შეიტყვეს, თუ როგორ შეიძლება სწავლის პარალელურად ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში წარმატებული კარიერის დაწყება.

შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი და კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე. კომპანიის მხრიდან კი სტუდენტებს HR გუნდის წევრი ნათია კელაპტრიშვილი „McDonald’s საქართველოში“ დასაქმების ახალგაზრდებზე მორგებული სქემების, მოქნილი შეთავაზებებისა და ორმხრივი სარგებლის შესახებ ესაუბრა.

კომპანიის წარმომადგენელმა პირველკურსელებს ვრცლად გააცნო ორგანიზაციის შიდა კორპორაციული კულტურა, კარიერული ზრდის ეტაპები და ის უპირატესობები, რასაც ბრენდი საკუთარ გუნდს სთავაზობს. მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანია დიდ ინვესტიციას დებს ახალგაზრდა კადრების პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებში. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების, შერჩევის ეტაპებისა და იმ სოციალური პაკეტების შესახებ, რომლებიც თანამშრომლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ნათია კელაპტრიშვილმა აღნიშნა, რომ „McDonald’s“-ი ბევრი წარმატებული პროფესიონალისთვის სწორედ ის პირველი საფეხური აღმოჩნდა, რომელმაც მათ მყარი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა.

სტუ-ის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის, ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერესი „McDonald’s საქართველოსთან“ მიმართებით არის ის, რომ კომპანია სტუდენტებს სთავაზობს მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებასთან სრულად თავსებადია.

„საუნივერსიტეტო პროექტის - „დასაქმება სწავლის პარალელურად“ ფარგლებში დამსაქმებლებთან ახალ, 2026-2027 სასწავლო წლის შეხვედრების სეზონს დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ სტუდენტებს მათთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო ადგილების მოძიებაში, რაც მათ ნამდვილად ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს. ამჯერად ჩვენი სტუმრები „McDonald’s საქართველოს“ წარმომადგენლები არიან, რომლებიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველკურსელებს შევახვედრეთ. პირველკურსელთა ჩართულობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ კომპანია მათ ზუსტად მათზე მორგებულ, რამდენიმესაათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს. მიგვაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა წარმატებულ სწავლასთან ერთად, პირველი ნაბიჯები კარიერულ გზაზეც გადადგან“, - აღნიშნავს ნატო ქათამაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა აქტიურად დასვეს კითხვები ანაზღაურების, გრაფიკის შეთავსებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. „McDonald’s საქართველოს“ HR გუნდის წევრებმა თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს და ახალგაზრდებს პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს კი, სტუმრებმა პირველკურსელებს, კომპანიის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საუნივერსიტეტო პროექტის - „დასაქმება სწავლის პარალელურად“ ფარგლებში დამსაქმებლებთან ახალ, 2026-2027 სასწავლო წლის შეხვედრების სეზონს დიდი ენთუზიაზმით ვიწყებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავეხმაროთ სტუდენტებს მათთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო ადგილების მოძიებაში, რაც მათ ნამდვილად ღირებულ პრაქტიკულ გამოცდილებას შესძენს. ამჯერად ჩვენი სტუმრები „McDonald’s საქართველოს“ წარმომადგენლები არიან, რომლებიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველკურსელებს შევახვედრეთ. პირველკურსელთა ჩართულობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განპირობებულია იმით, რომ კომპანია მათ ზუსტად მათზე მორგებულ, რამდენიმესაათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს. მიგვაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რათა წარმატებულ სწავლასთან ერთად, პირველი ნაბიჯები კარიერულ გზაზეც გადადგან“
ნატო ქათამაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?