ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მათ საინჟინრო მიმართულებებით სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივები შესთავაზეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებს შეხვდნენინტერპრესნიუსი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტებს მაღალი დონის პრაქტიკული და კარიერული შესაძლებლობები შეუქმნას. SOCAR Midstream Gas Operations-თან პარტნიორობა ჩვენს საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ, მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტებში გამოიყენონ. საექსპორტო მილსადენების მართვისა და ზედამხედველობის პროცესებში მონაწილეობა, როგორც კომპანიის სათავო ოფისში, ისე საქართველოს წარმომადგენლობაში, ჩვენი ბაკალავრებისა და მკვლევრებისთვის პროფესიული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. კომპანიის მზაობა სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების პროგრამებში აქტიურად ჩართოს ჩვენი სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, ხაზს უსვამს ამ შეხვედრის როგორც საგანმანათლებლო, ისე რეგიონულ მნიშვნელობას“
ნატო ქათამაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი სეზონი დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები