ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, სადაც პირველკურსელებს ციფრული პერსონაჟი Mr Global-ი და ხელმძღვანელობა შეხვდნენ. სასწავლებლის ცნობით, უნივერსიტეტში 35 ქვეყნის 5000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართაინტერპრესნიუსი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების გაზიარებას დაეთმო. საზეიმო შეხვედრის მიზანი უცხოელი ახალგაზრდების საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტური ინტეგრაცია და მათთვის უნივერსიტეტის მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა იყო.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებას მოდერაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ამავდროულად უნივერსიტეტის გლობალური აკადემიური ჩართულობისა და ინსტიტუციური ცნობადობის დეპარტამენტის თანამშრომლები - ანა თუხარელი და გიორგი შაკიაშვილი უწევდნენ. მათთან ერთად პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ახალი ციფრული პერსონაჟი - Mr Global-ი.

საერთაშორისო სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ახალგაზრდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვა გააცნო.

„მოხარულნი ვართ, რომ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის საქართველო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აირჩიეთ. გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, მრავალფეროვანი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების დასაწყისი გახდება. ვაფასებთ თქვენს არჩევანსა და ნდობას ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ. გვსურს, რომ აქ გატარებული წლები თქვენთვის ნაყოფიერი, საინტერესო და დაუვიწყარი იყოს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტი ისტორიის, მდიდარი აკადემიური ტრადიციებისა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების მქონე უნივერსიტეტია. თქვენ უკვე ამ დიდი აკადემიური ოჯახის წევრები ხართ და შესაძლებლობა გეძლევათ, საკუთარი ცოდნით, შრომითა და მიღწევებით მისი ისტორიის გაგრძელებაში შეიტანოთ წვლილი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 7.9%-ში შედის, მუდმივად ვითარდება და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ამის ერთ-ერთი დასტურია უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებაც: QS Stars-ის შეფასების სისტემაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამი ვარსკვლავი მიენიჭა.

ჩვენთან გელით თანამედროვე სასწავლო გარემო, განახლებული აუდიტორიები და ლაბორატორიები, სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ გზაზე მარტო არ ხართ - ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მზად არიან მხარი დაგიჭირონ. გისურვებთ წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას! გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა!“, - აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.

თამარ წერეთელმა საერთაშორისო სტუდენტებს გადასცა რექტორის მოწოდება, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებში და სწავლების პერიოდი ასევე გამოიყენონ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის უკეთ გასაცნობად.

ღონისძიებაზე საერთაშორისო სტუდენტებს სიტყვით მიმართა ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, რომელმაც მათ სამეცნიერო კვლევების მიმართულებით ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა. მან ხაზგასმით ისაუბრა უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიულ ბაზაზე, რომელიც ღიაა სტუდენტური ინოვაციებისთვის. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს უცხოელი ახალგაზრდების ჩართულობას საერთაშორისო თუ ადგილობრივ კვლევით პროექტებში და დაეხმარება მათ საკუთარი სამეცნიერო პოტენციალის გლობალურ დონეზე რეალიზებაში.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მოდერატორებთან დიალოგში ჩაერთო და საერთაშორისო სტუდენტებს ინგლისურ ენაზე მიმართა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა ციფრულმა პერსონაჟმა - Mr Global-მა, რომელიც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტების, თეოდორე ჯანაშიასა და გიორგი შაკიაშვილის მიერ არის შექმნილი. Mr Global-მა პირველკურსელებს, შესაბამისი ვიზუალური მასალის თანხლებით, ინგლისურ ენაზე გააცნო უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი გარემო და ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ინიციატივებსა და კონფერენციებში მონაწილეობის პერსპექტივებზე, ასევე სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე.

მოდერატორებმა სტუდენტებს წარუდგინეს გლობალური აკადემიური ჩართულობისა და ინსტიტუციური ცნობადობის დეპარტამენტის (GTU Global-ი) ხელმძღვანელი, დოქტორი ლელა ჩიქოვანი, თანამშრომლები და სტუდენტი ტუტორები, რომლებიც საერთაშორისო სტუდენტებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში დახმარებას აღმოუჩენენ და საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან ადაპტაციაში დაეხმარებიან. ტუტორების საუნივერსიტეტო გუნდი მიზნად ისახავს უცხოელი ახალგაზრდების მხარდაჭერას როგორც აკადემიური ორიენტაციის, ისე ყოველდღიური საორგანიზაციო თუ ლოგისტიკური საკითხების მოგვარებასა და კულტურული ბარიერების მარტივად გადალახვაში.

ღონისძიების დასასრულს, Mr Global-მა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუდენტებს მოუწოდა, გააკეთონ მეტი ახალი აღმოჩენა და მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სთავაზობს. შეხვედრის კულმინაციად კი სტუდენტთა საერთაშორისო ჰიმნი - Gaudeamus Igitur იქცა, რომელიც შეკრებილ საზოგადოებას სწორედ ციფრულმა პერსონაჟმა მიუძღვნა.

სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტში სწავლების სამივე საფეხურზე განათლებას 35 ქვეყნის რეზიდენტი 5000-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი იღებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოხარულნი ვართ, რომ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის საქართველო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აირჩიეთ. გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, მრავალფეროვანი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების დასაწყისი გახდება. ვაფასებთ თქვენს არჩევანსა და ნდობას ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ. გვსურს, რომ აქ გატარებული წლები თქვენთვის ნაყოფიერი, საინტერესო და დაუვიწყარი იყოს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტი ისტორიის, მდიდარი აკადემიური ტრადიციებისა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების მქონე უნივერსიტეტია. თქვენ უკვე ამ დიდი აკადემიური ოჯახის წევრები ხართ და შესაძლებლობა გეძლევათ, საკუთარი ცოდნით, შრომითა და მიღწევებით მისი ისტორიის გაგრძელებაში შეიტანოთ წვლილი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 7.9%-ში შედის, მუდმივად ვითარდება და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ამის ერთ-ერთი დასტურია უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებაც: QS Stars-ის შეფასების სისტემაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამი ვარსკვლავი მიენიჭა. ჩვენთან გელით თანამედროვე სასწავლო გარემო, განახლებული აუდიტორიები და ლაბორატორიები, სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ გზაზე მარტო არ ხართ - ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მზად არიან მხარი დაგიჭირონ. გისურვებთ წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას! გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა!“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?