ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალეკო ელისაშვილის საქმეს სააპელაციოში სუს-ის ექს-შეფის ყოფილი მოადგილე განიხილავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიტვ პირველიქართული ოცნება

ალეკო ელისაშვილის საქმის გადახედვას სააპელაციო სასამართლოში სუს-ის ყოფილი მოადგილე ლავრენტი მაღლაკელიძე თავმჯდომარეობს. კოლეგიამ მოსამართლეთა აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის გამოკითხვაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.

ალეკო ელისაშვილის საქმეს სააპელაციოში სუს-ის ექს-შეფის ყოფილი მოადგილე განიხილავს
ალეკო ელისაშვილის საქმეს სააპელაციოში სუს-ის ექს-შეფის ყოფილი მოადგილე განიხილავსTV პირველი

ალეკო ელისაშვილის საქმეს სუს-ის ექს-შეფის, ანრი ოხანაშვილის ყოფილი მოადგილე განიხილავს - ლავრენტი მაღლაკელიძე სააპელაციო სასამართლოს იმ კოლეგიის თავმჯდომარეა, რომელიც ამ წუთებში, პოლიტიკოსისთვის მისჯილი 13 წლიანი პატიმრობის გადახედვას იწყებს.

საჯარო ცნობების თანახმად, მაღლაკელიძე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე მუშაობდა.

მოსამართლეთა კოლეგიაში ასევე არიან თეა ლეონიძე და პაატა სილაგაძე.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ელისაშვილის ადვოკატებმა სხდომაზე ლავრენტი მაღალაკელიძის აცილება მოითხოვეს, "ოცნებასთან" მისი სავარაუდო კავშირების გამო, თუმცა აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, მიზეზად დაცვის მხარის მხრიდან არგუმენტების არ ქონა იქნა დასახელებული. კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ გამოაცხადა.

ამ განმარტების შემდეგ, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მთელი კოლეგია აცილებულიყო, თუმცა არც ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ სხდომაზე - საქმე ეხებოდა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის გამოკითხვას სააპელაციო სასამართლოში.

ომბუდსმენის აპარატმა 2026 წლის 21 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა - ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ მუხლი ელისაშვილის საქმეზე არასწორად იყო შეჩეული.

აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან იოსელიანი აღნიშნულ საქმეზე გამოიკითხება.

სხდომას ესწრება თავად მსჯავრდებული პოლიტიკოსი - ალეკო ელისაშვილი რუსთავის ყველაზე მკაცრი ციხიდან სასამართლოში ბადრაგებმა მიიყვანეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავედ არის ცნობილი ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილება 10 ივლისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?