ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალეკო ელისაშვილის საქმეს სააპელაციოში სუს-ის ექს-შეფის ყოფილი მრჩეველი განიხილავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიტვ პირველი

ალეკო ელისაშვილისთვის მისჯილი 13-წლიანი პატიმრობის სააპელაციო განხილვა დაიწყო; სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა კოლეგიის თავმჯდომარე ლავრენტი მაღლაკელიძის აცილების თაობაზე.

ალეკო ელისაშვილის საქმეს სააპელაციოში სუს-ის ექს-შეფის ყოფილი მრჩეველი განიხილავს
ალეკო ელისაშვილის საქმეს სააპელაციოში სუს-ის ექს-შეფის ყოფილი მრჩეველი განიხილავსTV პირველი

ალეკო ელისაშვილის საქმეს სუს-ის ექს-შეფის, ანრი ოხანაშვილის ყოფილი მრჩეველი განიხილავს - ლავრენტი მაღლაკელიძე სააპელაციო სასამართლოს იმ კოლეგიის თვამჯდომარეა, რომელიც ამ წუთებში, პოლიტიკოსისთვის მისჯილი 13 წლიანი პატიმრობის გადახედვას იწყებს.

მოსამართლეთა კოლეგიაში ასევე არიან თეა ლეონიძე და პაატა სილაგაძე.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ელისაშვილის ადვოკატებმა სხდომაზე ლავრენტი მაღალაკელიძის აცილება მოითხოვეს, თუმცა აცილების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. კოლეგიის გადაწყვეტილება მოსმართლე თეა ლეონიძემ გამოაცხადა.

სხდომას ესწრება თავად მსჯავრდებული პოლიტიკოსი - ალეკო ელისაშვილი რუსთავის ყველაზე მკაცრი ციხიდან სასამართლოში ბადრაგებმა მიიყვანეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დამნაშავედ არის ცნობილი ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გადაწყვეტილება 10 ივლისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?