ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აგენტურა სინქრონში მოქმედებს თავიანთ უცხოელ მფარველებთან ერთად - ლევან მაჭავარიანი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას უცხოელ მფარველებთან სინქრონში მოქმედებასა და ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნაში ადანაშაულებს, ნიკა გვარამიას განცხადებებს კი სამთავრობო კრიზისზე გამოგონილ ნარატივად აფასებს.

აგენტურა სინქრონში მოქმედებს თავიანთ უცხოელ მფარველებთან ერთად - ლევან მაჭავარიანი
აგენტურა სინქრონში მოქმედებს თავიანთ უცხოელ მფარველებთან ერთად - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2

გარე დავალებები საკუთარ ხალხთან საუბრის ნაცვლად და შიდა აუდიტორიაზე გათვლილი გამოგონილი ნარატივები - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას განცხადებებს, რომელიც სატალევიზიო ეთერებში ხელისუფლების მოსალოდნელ ცვლილებასა და სამთავრობო კრიზისზე საუბრობდა.

მმართელ გუნდში ამბობენ, რომ ოზიციური ფლანგი კვლავაც დესტრუქციულ დღის წესრიგზეა ორიენტირებული.

ხალხის მხარდაჭერისა და რეალური პოლიტიკური არგუმენტების არქონის გამო, მუდმივად ცდილობს საზოგადოებისთვის ილუზიების შექმნას და გამოგონილი "ხელოვნური კრიზისებით" მხარდამჭერების დარწმუნებას.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ აგენტურა უცხოელ მფარველებთან ერთად სინქრონში მოქმედებს.

"ეს აგენტურა სინქრონში მოქმედებს თავიანთ უცხოელ მფარველებთან ერთად. სხვათა შორის, რადგან ამ განცხადების ავტორი ნიკა გვარამიაა, მისი მაგალითი ძალიან მკაფიოა: როდესაც ზურაბიშვილი გარედან მიღებული დავალებით მის შეწყალებას აპირებდა, ზურაბიშვილამდე ეს ყველაფერი ვიოლა ფონ კრამონმა დაგვიანონსა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არ არსებობს.

ზოგადად, ის ფაქტი, რომ ეს აგენტურა თავიდან ბოლომდე გარე ძალების იმედზეა, დასტურდება მათი 14-წლიანი ოპოზიციური მოღვაწეობითაც - წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ხალხთან უნდა იყვნენ, ისინი სხვადასხვა დედაქალაქში დადიან და ქვეყნის დასანქცირებას ეხვეწებიან, შესაბამისად აქ ორჯერ ორი ოთხია", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს აგენტურა სინქრონში მოქმედებს თავიანთ უცხოელ მფარველებთან ერთად. სხვათა შორის, რადგან ამ განცხადების ავტორი ნიკა გვარამიაა, მისი მაგალითი ძალიან მკაფიოა: როდესაც ზურაბიშვილი გარედან მიღებული დავალებით მის შეწყალებას აპირებდა, ზურაბიშვილამდე ეს ყველაფერი ვიოლა ფონ კრამონმა დაგვიანონსა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არ არსებობს. ზოგადად, ის ფაქტი, რომ ეს აგენტურა თავიდან ბოლომდე გარე ძალების იმედზეა, დასტურდება მათი 14-წლიანი ოპოზიციური მოღვაწეობითაც - წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ხალხთან უნდა იყვნენ, ისინი სხვადასხვა დედაქალაქში დადიან და ქვეყნის დასანქცირებას ეხვეწებიან, შესაბამისად აქ ორჯერ ორი ოთხია“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია – ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, ამათი სანქციების იანვრამდე გადაწევა, იყო უდიდესი შეცდომა, ევროკავშირის ელჩის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები