პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია „აგენტურულია“, სრულად ქვეყნის გარედან იმართება, საბოტაჟს ეწევა და მისი რეიტინგი ნულთან ძალიან ახლოსაა.

ლევან მაჭავარიანი – ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა
პირველი არხი

მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციამ ხალხის მიერ მიცემული მანდატები დახია, რაც მათი ამომრჩევლის შეურაცხყოფა იყო. მისივე განმარტებით, ოპოზიცია აგრძელებდა ქვეყნის საბოტაჟს და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში საქართველოს დასანქცირებას იხვეწებოდა.

„ფაქტობრივად, ისინი გამარგინალებული, განულებული არიან. მათი არაერთი განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან. ისინი უცხოეთში სიარულით იღებენ დავალებებს. რაიმე საკითხზე განცხადება როცა აქვთ გასაკეთებელი, ჯერ ელჩთან მიდიან და ეკითხებიან, რა დავალება წამოვიდა იმ ელჩის ქვეყნიდან და ამის მიხედვით ავრცელებენ თავიანთ მესიჯბოქსს საზოგადოებაში. სწორედ ამან გამოიწვია, რომ მათი რეიტინგი ნულთან ძალიან ახლოსაა. მათივე ამომრჩეველი დარწმუნდა, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არც არსებულა, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია არ არის, ეს არის აგენტურული ქსელი - სწორედ გარე დავალებებმა დაღუპა ისინიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები