ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ლევან მახაშვილის განცხადებით, ბრიუსელის პოლიტიკამ საქართველოსთან მიმართებით მარცხი განიცადა, ხოლო ევროპარლამენტმა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას თავი უნდა დაანებოს.

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებასრუსთავი 2

"ევროკავშირის საბჭოს სხდომისას კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები", - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც.

"ეს მიდგომა და დამოკიდებულება იმთავითვე იყო მცდარი, უსამართლო და დამაზიანებელი. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის უმრავლესი წევრი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო. საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც იქაა და იქ იქნება, სადაც ყველა პასუხისმგებლიანი პარტნიორი - დიალოგის მაგიდასთან. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის. იმედია, ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც. მანამდე, ბრიუსელში უნდა ჩამოყალიბდნენ, მხარს უჭერენ რეალურად საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას თუ საქართველოსგან ჯერ პოლიტიკურ მორჩილებას ელოდებიან?!" - აღნიშნა მახაშვილმა.

საუბრისას დეპუტატი ასევე შეეხო ევროკავშირის საელჩოს ორგანიზებით კახეთში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებას და მათ შორის, ევროკავშირის ელჩის მიმართ კითხვას სვამს, რომ "ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვაა ქართველების პატივისცემა და ასე ესმით დიპლომატია, ან ქართველი ხალხის სიყვარული?"

"ამ დღეებში ვიხილეთ საქართველოში დიპლომატიური საფარველის ქვეშ უხვად როგორ გადმოიღვარა ანტისამთავრობო სიძულვილიც. მე უპირველესად ვგულისხმობ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში გამართულ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იყო ევროკავშირის დელეგაციასთან. და კითხვა მაქვს, თუნდაც ამ ადამიანებთან, რომლებმაც ეს დააორგანიზეს ან ევროკავშირის ელჩთან, ეს არის საჯარო დიპლომატია ან დიპლომატიური საქმიანობა? ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვა ქართველების პატივისცემაა? ასე ესმით ან დიპლომატია, ან ქართველი ხალხის სიყვარული? ქართველების უძველეს ტრადიციას - რთველს ატარებ ქართველების მაგინებლებთან ერთად და მერე გინდათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ესაუბროთ ევროკავშირის მხრიდან სიყვარულზე ან სიკეთეებზე?! ერთადერთი რაც გაგვიხარდა მაშინდელი ღონისძიებიდან, ეს იყო ის, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარგად იცეკვა და მოილხინა. მისგან განსხვავებით საცეკვაოდ და მოსალხენად ნამდვილად არ აქვს საქმე მის კოლეგა ელჩებს არც მოლდოვაში და არც უკრაინაში. იმედია ამას ეს ადამიანი სათანადოდ დააფასებს.

და ბოლოს, ასევე რა თქმა უნდა, ვერ ავუვლით გვერდს ევროპარლამენტში მიმდინარე იმ სრულიად გაუგონარ, თუმცა უკვე მივეჩვიეთ, პოლიტიკურ შოუს. მაგრამ არც საქართველოს საზოგადოება და არც თავად ევროპარლამენტი მგონი აღარ იმსახურებს უკვე ზედმეტად საუბარს ამ ცირკებზე. ერთადერთი, რაც მკაფიოდ უნდა ითქვას არის, რომ ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს კონფრონტაციულ დაპირისპირების ენას და საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ და არაპროვოცირებულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას, რომელიც გამოხატული იყო საპარლამენტო არჩევნებში და თავზე ნაცრის წაყრა რაღაც სხვადასხვა მაქინაციები ამას არ უშველის. უნდა აღიარონ ხალხის ნება, უნდა პატივი სცენ ხალხის ნებას, პატივი სცენ სახელმწიფოს სუვერენიტეტს და შემდგომ შეგვეძლება ჩვენ მათთანაც დიალოგის მაგიდასთან ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დაჯდომა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირის საბჭოს სხდომისას კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ მარცხი განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესები“
ლევან მახაშვილი
„ეს მიდგომა და დამოკიდებულება იმთავითვე იყო მცდარი, უსამართლო და დამაზიანებელი. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია ცურავს დინების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის უმრავლესი წევრი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. როგორც არასდროს, დღეს არის დიალოგის და არა იზოლაციის დრო. საქართველო იანვარშიც, აპრილშიც, ივლისშიც და ნოემბერშიც იქაა და იქ იქნება, სადაც ყველა პასუხისმგებლიანი პარტნიორი - დიალოგის მაგიდასთან. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგისთვის. იმედია, ამავე დიალოგის მაგიდასთან მალე გამოჩნდებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც. მანამდე, ბრიუსელში უნდა ჩამოყალიბდნენ, მხარს უჭერენ რეალურად საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას თუ საქართველოსგან ჯერ პოლიტიკურ მორჩილებას ელოდებიან?!“
„ამ დღეებში ვიხილეთ საქართველოში დიპლომატიური საფარველის ქვეშ უხვად როგორ გადმოიღვარა ანტისამთავრობო სიძულვილიც. მე უპირველესად ვგულისხმობ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში გამართულ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იყო ევროკავშირის დელეგაციასთან. და კითხვა მაქვს, თუნდაც ამ ადამიანებთან, რომლებმაც ეს დააორგანიზეს ან ევროკავშირის ელჩთან, ეს არის საჯარო დიპლომატია ან დიპლომატიური საქმიანობა? ხალხის მაგინებლების წახალისება და მათ დაკრულზე ცეკვა ქართველების პატივისცემაა? ასე ესმით ან დიპლომატია, ან ქართველი ხალხის სიყვარული? ქართველების უძველეს ტრადიციას - რთველს ატარებ ქართველების მაგინებლებთან ერთად და მერე გინდათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ესაუბროთ ევროკავშირის მხრიდან სიყვარულზე ან სიკეთეებზე?! ერთადერთი რაც გაგვიხარდა მაშინდელი ღონისძიებიდან, ეს იყო ის, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარგად იცეკვა და მოილხინა. მისგან განსხვავებით საცეკვაოდ და მოსალხენად ნამდვილად არ აქვს საქმე მის კოლეგა ელჩებს არც მოლდოვაში და არც უკრაინაში. იმედია ამას ეს ადამიანი სათანადოდ დააფასებს. და ბოლოს, ასევე რა თქმა უნდა, ვერ ავუვლით გვერდს ევროპარლამენტში მიმდინარე იმ სრულიად გაუგონარ, თუმცა უკვე მივეჩვიეთ, პოლიტიკურ შოუს. მაგრამ არც საქართველოს საზოგადოება და არც თავად ევროპარლამენტი მგონი აღარ იმსახურებს უკვე ზედმეტად საუბარს ამ ცირკებზე. ერთადერთი, რაც მკაფიოდ უნდა ითქვას არის, რომ ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს კონფრონტაციულ დაპირისპირების ენას და საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ და არაპროვოცირებულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას, რომელიც გამოხატული იყო საპარლამენტო არჩევნებში და თავზე ნაცრის წაყრა რაღაც სხვადასხვა მაქინაციები ამას არ უშველის. უნდა აღიარონ ხალხის ნება, უნდა პატივი სცენ ხალხის ნებას, პატივი სცენ სახელმწიფოს სუვერენიტეტს და შემდგომ შეგვეძლება ჩვენ მათთანაც დიალოგის მაგიდასთან ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დაჯდომა“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?