ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი: „ევროპა საბოლოოდ ადგება სამართლიან თანამშრომლობასა და პრაგმატულ პარტნიორობაზე უარის თქმის გზას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან“

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგებმა ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობების ღრმა კრიზისი საბოლოოდ გააფორმა და ევროპა მთლიან სამხრეთ კავკასიასთან პრაგმატულ პარტნიორობაზე უარის თქმის გზას ადგება.

დავით ქართველიშვილი: „ევროპა საბოლოოდ ადგება სამართლიან თანამშრომლობასა და პრაგმატულ პარტნიორობაზე უარის თქმის გზას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან“
დავით ქართველიშვილი: „ევროპა საბოლოოდ ადგება სამართლიან თანამშრომლობასა და პრაგმატულ პარტნიორობაზე უარის თქმის გზას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან“POSTV

„ლუქსემბურგში – ქვეყანაში, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც ტრადიციულად გამოირჩეოდა საქართველოსადმი ყველაზე ობიექტური დამოკიდებულებით – ამანაც არ უშველა. 12 ოქტომბერს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგებმა, ალბათ, საბოლოოდ გააფორმა ბრიუსელსა და თბილისს შორის არსებული ურთიერთობების ღრმა კრიზისი“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

„ევროპელი დიპლომატების მიერ გაჟღერებული პრეტენზიები „დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ და პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის ულტიმატუმების წამოყენება ნათლად აჩვენებს ევროკავშირის სრულ აცდენას კავკასიურ რეალიებთან.

ევრობიუროკრატების მცდელობა, დასაჯონ საქართველო საკუთარი სუვერენული ინტერესებისა და ეროვნული ინსტიტუტების დაცვის გამო, უსაფუძვლო პრეტენზიების ფონზე ავლენს ღრმად ფესვგადგმულ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას.

ევროპული პოზიციის აბსურდულობა განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება საქართველოს სრულიად უსამართლო და მანიპულაციური, მუდმივი შედარებისას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა ან ბოსნია და ჰერცეგოვინა. რა კრიტერიუმებითაც არ უნდა აპელირებდნენ ევროკავშირში, ეკონომიკის, ინსტიტუტების ეფექტიანობისა და მართლწესრიგის მშრალი ფაქტები ამტკიცებს: საქართველო განვითარების საკვანძო პარამეტრებით უპირობოდ უსწრებს ამ სახელმწიფოებს.

თუმცა ბრიუსელმა ამჯობინა, თვალი დაეხუჭა თბილისის რეალურ მიღწევებზე, ობიექტური შეფასება იდეოლოგიური ლოიალობითა და არარეალისტური მოთხოვნებით ჩაანაცვლა, რასაც საერთო არაფერი აქვს ნამდვილ პარტნიორობასთან.

საქართველოს მხრიდან ამ იდეოლოგიურ ზეწოლაზე კანონზომიერი და მკაცრი პასუხი გახდა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირდაპირი განცხადება, რომ საქართველო არ აპირებს ევროპარლამენტის მიკერძოებული რეზოლუციების შესრულებას, ხოლო ევროკავშირის საკვანძო საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც პოლიტიკურ მიკერძოებულობაშია ჩაფლული, ფაქტობრივად, დაკარგა კონსტრუქციული დიალოგის უნარი.

ევროპული ინსტიტუტების მხრიდან ღია მტრობის ასახვით, პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა: საქართველოს არაფერი ესაქმება ისეთ ადამიანებთან ერთ დარბაზში, რომლებიც ბრიუსელის ტრიბუნებს ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დასასხმელად იყენებენ. ეს გადაწყვეტილება მკაფიო ხაზს უსვამს ევროპული დიქტატის მცდელობებს.

ევროპა საბოლოოდ ადგება სამართლიან თანამშრომლობასა და პრაგმატულ პარტნიორობაზე უარის თქმის გზას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან.

ბრიუსელი თანმიმდევრულად კარგავს ნდობას რეგიონში: ბაქოსადმი აშკარად ცივმა დამოკიდებულებამ უკვე გამოიწვია პოზიციების დაკარგვა აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ და სატრანზიტო დიალოგში, ხოლო საქართველოსთვის თავსმოხვეული „დავალებების შემსრულებელი მოსწავლის“ როლი საბოლოოდ ანგრევს თბილისის ნდობას.

სომხეთთან მიმართებითაც კი, სადაც ევროპული სტრუქტურები პერსპექტიული ევროინტეგრაციის ილუზიებს კვებავენ, ბრიუსელი უშვებს იმავე სისტემურ შეცდომას და ცდილობს, ეკონომიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება აბსტრაქტული პოლიტიკური ლოზუნგებით ჩაანაცვლოს.

შექმნილ კონფიგურაციაში მიმდინარე პროცესები თავად ევროპის ცნობიერი და ერთპიროვნული არჩევანია და მისი გეოპოლიტიკური სუიციდია კავკასიურ გეოეკონომიკურ სივრცეში.

მომარაგებისა და ვაჭრობის გლობალური მარშრუტების ტრანსფორმაციის პირობებში სამხრეთ კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საკვანძო გადაკვეთის წერტილი ხდება და ამ როლს დიდი ხნით შეინარჩუნებს.

რეგიონის მთავარ მოთამაშეებთან თანასწორუფლებიან დიალოგზე უარის თქმით ბრიუსელის ინსტიტუტები ნებაყოფლობით ახდენენ საკუთარი თავის იზოლირებას სტრატეგიული ლოგისტიკური პროექტებისგან და ევროპულ ბიზნესს კავკასიის დინამიკურად განვითარებადი ბაზრებიდან დევნიან.

ლიბერალურ-გლობალისტური იდეოლოგიის ხათრით, ევროკავშირი ჯიუტად აგრძელებს იმ პრაგმატიზმის ტოტის ჭრას, რომელზეც, თითქოსდა, უნდა იჯდეს, და თმობს პოზიციებს რეგიონულ სახელმწიფოებთან, რომლებიც მზად არიან, ურთიერთობები მხოლოდ მათი სუვერენიტეტის პატივისცემასა და რეალურ ორმხრივ სარგებელზე დააფუძნონ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ლუქსემბურგში – ქვეყანაში, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც ტრადიციულად გამოირჩეოდა საქართველოსადმი ყველაზე ობიექტური დამოკიდებულებით – ამანაც არ უშველა. 12 ოქტომბერს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგებმა, ალბათ, საბოლოოდ გააფორმა ბრიუსელსა და თბილისს შორის არსებული ურთიერთობების ღრმა კრიზისი“
„ევროპელი დიპლომატების მიერ გაჟღერებული პრეტენზიები „დემოკრატიული უკუსვლის“ შესახებ და პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის ულტიმატუმების წამოყენება ნათლად აჩვენებს ევროკავშირის სრულ აცდენას კავკასიურ რეალიებთან. ევრობიუროკრატების მცდელობა, დასაჯონ საქართველო საკუთარი სუვერენული ინტერესებისა და ეროვნული ინსტიტუტების დაცვის გამო, უსაფუძვლო პრეტენზიების ფონზე ავლენს ღრმად ფესვგადგმულ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. ევროპული პოზიციის აბსურდულობა განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება საქართველოს სრულიად უსამართლო და მანიპულაციური, მუდმივი შედარებისას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა ან ბოსნია და ჰერცეგოვინა. რა კრიტერიუმებითაც არ უნდა აპელირებდნენ ევროკავშირში, ეკონომიკის, ინსტიტუტების ეფექტიანობისა და მართლწესრიგის მშრალი ფაქტები ამტკიცებს: საქართველო განვითარების საკვანძო პარამეტრებით უპირობოდ უსწრებს ამ სახელმწიფოებს. თუმცა ბრიუსელმა ამჯობინა, თვალი დაეხუჭა თბილისის რეალურ მიღწევებზე, ობიექტური შეფასება იდეოლოგიური ლოიალობითა და არარეალისტური მოთხოვნებით ჩაანაცვლა, რასაც საერთო არაფერი აქვს ნამდვილ პარტნიორობასთან. საქართველოს მხრიდან ამ იდეოლოგიურ ზეწოლაზე კანონზომიერი და მკაცრი პასუხი გახდა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირდაპირი განცხადება, რომ საქართველო არ აპირებს ევროპარლამენტის მიკერძოებული რეზოლუციების შესრულებას, ხოლო ევროკავშირის საკვანძო საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც პოლიტიკურ მიკერძოებულობაშია ჩაფლული, ფაქტობრივად, დაკარგა კონსტრუქციული დიალოგის უნარი. ევროპული ინსტიტუტების მხრიდან ღია მტრობის ასახვით, პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა: საქართველოს არაფერი ესაქმება ისეთ ადამიანებთან ერთ დარბაზში, რომლებიც ბრიუსელის ტრიბუნებს ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დასასხმელად იყენებენ. ეს გადაწყვეტილება მკაფიო ხაზს უსვამს ევროპული დიქტატის მცდელობებს. ევროპა საბოლოოდ ადგება სამართლიან თანამშრომლობასა და პრაგმატულ პარტნიორობაზე უარის თქმის გზას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან. ბრიუსელი თანმიმდევრულად კარგავს ნდობას რეგიონში: ბაქოსადმი აშკარად ცივმა დამოკიდებულებამ უკვე გამოიწვია პოზიციების დაკარგვა აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ და სატრანზიტო დიალოგში, ხოლო საქართველოსთვის თავსმოხვეული „დავალებების შემსრულებელი მოსწავლის“ როლი საბოლოოდ ანგრევს თბილისის ნდობას. სომხეთთან მიმართებითაც კი, სადაც ევროპული სტრუქტურები პერსპექტიული ევროინტეგრაციის ილუზიებს კვებავენ, ბრიუსელი უშვებს იმავე სისტემურ შეცდომას და ცდილობს, ეკონომიკური სტაბილურობა და უსაფრთხოება აბსტრაქტული პოლიტიკური ლოზუნგებით ჩაანაცვლოს. შექმნილ კონფიგურაციაში მიმდინარე პროცესები თავად ევროპის ცნობიერი და ერთპიროვნული არჩევანია და მისი გეოპოლიტიკური სუიციდია კავკასიურ გეოეკონომიკურ სივრცეში. მომარაგებისა და ვაჭრობის გლობალური მარშრუტების ტრანსფორმაციის პირობებში სამხრეთ კავკასია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საკვანძო გადაკვეთის წერტილი ხდება და ამ როლს დიდი ხნით შეინარჩუნებს. რეგიონის მთავარ მოთამაშეებთან თანასწორუფლებიან დიალოგზე უარის თქმით ბრიუსელის ინსტიტუტები ნებაყოფლობით ახდენენ საკუთარი თავის იზოლირებას სტრატეგიული ლოგისტიკური პროექტებისგან და ევროპულ ბიზნესს კავკასიის დინამიკურად განვითარებადი ბაზრებიდან დევნიან. ლიბერალურ-გლობალისტური იდეოლოგიის ხათრით, ევროკავშირი ჯიუტად აგრძელებს იმ პრაგმატიზმის ტოტის ჭრას, რომელზეც, თითქოსდა, უნდა იჯდეს, და თმობს პოზიციებს რეგიონულ სახელმწიფოებთან, რომლებიც მზად არიან, ურთიერთობები მხოლოდ მათი სუვერენიტეტის პატივისცემასა და რეალურ ორმხრივ სარგებელზე დააფუძნონ“
დავით ქართველიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?