პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ, რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სუბიექტობადაკარგულ ორგანიზაციად იქცა და თუ საქართველოსთან გადაკვეთის წერტილები არ ექნება, ქვეყანას ასეთ კავშირში არაფერი ესაქმება.

დავით ქართველიშვილი: თუ ევროკავშირი არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი და არ გვექნება გადაკვეთის წერტილები, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ, რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ
იმედინიუსი

„ჩვენ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, დავაკვირდეთ საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და გაფართოების შესახებ ევროკავშირის დოკუმენტში მოსალოდნელ ჩანაწერებზე ისაუბრა.

დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ დოკუმენტის გამოქვეყნებამდე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადება საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ და ფრაზა ევროკავშირში ღირსებით შესვლის თაობაზე, მისთვის მოსალოდნელი იყო.

„პრემიერ-მინისტრის, როგორც ქვეყნის ხელისუფლების ლიდერის, მხრიდან სხვა განცხადების მოსმენას არც ველოდი. ხელისუფლების პათოსი იგივე რჩება: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ოღონდ ღირსებით შევა იქ. ეს არის ამ ხელისუფლების საკვანძო ფრაზა.

ამ პათოსს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჟღერს, შეიძლება დაეთანხმო ან არა. მე, მაგალითად, პრემიერისგან განსხვავებით, უფრო თავისუფალი ვარ და შემიძლია, ჩემი ინტერპრეტაცია მოვახდინო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ევროკავშირში ღირსებით შესვლა.

ევროკავშირი არის სუბიექტობადაკარგული ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე სხვა მიზნებისთვის შეიქმნა. დღეს მან ის მიზნები და ფესვები დაკარგა, რომლებზეც აღმოცენდა, და გაურკვეველ და გაუკუღმართებულ ორგანიზაციად იქცა, სადაც სულ სხვა ფასეულობებია.

ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენთვის წლების განმავლობაში ძალიან მიმზიდველი იყო. ევროკავშირის ბიუროკრატია მართლაც ემსგავსება იმ ევროსაბჭოთა კავშირს, რომლის ნამსხვრევების მსხვერპლიც ვართ ჩვენ, საქართველო, და ძალიან კარგად ვიცით, რით შეიძლება დასრულდეს ის პროცესები, რომლებიც ახლა ევროკავშირის სივრცეში მიმდინარეობს.

ევროკავშირი იმ ტრანსფორმაციის გზას დაადგა, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირს უბიძგა, თავის ნამსხვრევებზე შეექმნა დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), იმიტომ, რომ დღეს ევროკავშირში შემავალი არცერთი სუბიექტი არ არის დამოუკიდებელი. ეს არის საბჭოთა კავშირის ზუსტი, დამახინჯებული ასლი, სადაც ქმნიდნენ ერთიან საბჭოთა ადამიანს. ახლა ევროკავშირში ქმნიან ერთიან, უნიფიცირებულ ევროპელ ადამიანს, რომელმაც უნდა გააერთიანოს და შთანთქას საკუთარ თავში პორტუგალიელი და ესტონელი, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველაფერ ამას აკეთებენ ლგბტ თემის დღის წესრიგის გარშემო, რომელიც თითქოსდა აუცილებელ პირობად იქცა იმისთვის, რომ გერქვას ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.

ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ და გვაქვს იმის მოთმინების უნარი, რომ საკუთარი თავი შევინახოთ და დავაკვირდეთ, საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი. თუ ის არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი, თუ არ გვექნება გადაკვეთის წერტილები იმასთან, რასაც ქრისტიანული კულტურა ჰქვია, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ, რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოდავით ქართველიშვილი – ხელისუფლების პათოსი იგივეა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება, თუმცა იქ შევა ღირსებით, ეს არის საკვანძო ფრაზა, ევროკავშირში დღეს სულ სხვა ფასეულობებია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, დავაკვირდეთ საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი,“
დავით ქართველიშვილი
„პრემიერ-მინისტრის, როგორც ქვეყნის ხელისუფლების ლიდერის, მხრიდან სხვა განცხადების მოსმენას არც ველოდი. ხელისუფლების პათოსი იგივე რჩება: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ოღონდ ღირსებით შევა იქ. ეს არის ამ ხელისუფლების საკვანძო ფრაზა. ამ პათოსს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ჟღერს, შეიძლება დაეთანხმო ან არა. მე, მაგალითად, პრემიერისგან განსხვავებით, უფრო თავისუფალი ვარ და შემიძლია, ჩემი ინტერპრეტაცია მოვახდინო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ევროკავშირში ღირსებით შესვლა. ევროკავშირი არის სუბიექტობადაკარგული ორგანიზაცია, რომელიც თავის დროზე სხვა მიზნებისთვის შეიქმნა. დღეს მან ის მიზნები და ფესვები დაკარგა, რომლებზეც აღმოცენდა, და გაურკვეველ და გაუკუღმართებულ ორგანიზაციად იქცა, სადაც სულ სხვა ფასეულობებია. ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ჩვენთვის წლების განმავლობაში ძალიან მიმზიდველი იყო. ევროკავშირის ბიუროკრატია მართლაც ემსგავსება იმ ევროსაბჭოთა კავშირს, რომლის ნამსხვრევების მსხვერპლიც ვართ ჩვენ, საქართველო, და ძალიან კარგად ვიცით, რით შეიძლება დასრულდეს ის პროცესები, რომლებიც ახლა ევროკავშირის სივრცეში მიმდინარეობს. ევროკავშირი იმ ტრანსფორმაციის გზას დაადგა, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირს უბიძგა, თავის ნამსხვრევებზე შეექმნა დსთ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), იმიტომ, რომ დღეს ევროკავშირში შემავალი არცერთი სუბიექტი არ არის დამოუკიდებელი. ეს არის საბჭოთა კავშირის ზუსტი, დამახინჯებული ასლი, სადაც ქმნიდნენ ერთიან საბჭოთა ადამიანს. ახლა ევროკავშირში ქმნიან ერთიან, უნიფიცირებულ ევროპელ ადამიანს, რომელმაც უნდა გააერთიანოს და შთანთქას საკუთარ თავში პორტუგალიელი და ესტონელი, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველაფერ ამას აკეთებენ ლგბტ თემის დღის წესრიგის გარშემო, რომელიც თითქოსდა აუცილებელ პირობად იქცა იმისთვის, რომ გერქვას ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ და გვაქვს იმის მოთმინების უნარი, რომ საკუთარი თავი შევინახოთ და დავაკვირდეთ, საით მიექანება ბრიუსელი და ევროკავშირი. თუ ის არ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი, თუ არ გვექნება გადაკვეთის წერტილები იმასთან, რასაც ქრისტიანული კულტურა ჰქვია, მაშინ ჩვენ ასეთ კავშირში არაფერი გვესაქმება, იმიტომ, რომ მას ვერ გავაკეთილშობილებთ, მაგრამ საკუთარ თავს დავკარგავთ“
დავით ქართველიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ქართველიშვილი: “საერთაშორისო პლატფორმის პოლიტიკურ უპირატესობის დემონსტრირების საშუალებად გადაქცევა, სადაც ერთ მონაწილეს გამოცდას აბარებინებენ, მეორეს კი მოსამართლის როლს აკისრებენ, თანასწორი დიალოგის საჯარო დამოძღვრით ჩანაცვლებაა. საქართველო ევროკავშირს არ სთხოვს, რომ მას მზრუნველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიის სტატუსით მოექცეს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებული არ არის, სატელევიზიო კამერების წინაშე პოლიტიკური კეთილსაიმედოობის გამოცდა ჩააბაროს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები