ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 9 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 9 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოვლინდა, რამაც გარემოს 2 015 753 ლარის ზიანი მიაყენა. 26 შემთხვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, სამართალდამრღვევებს კი 51 ერთეული ტექნიკა ჩამოართვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 9 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 9 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინაიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 2 015 753 ლარია.

„მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველაზე მეტი - 16 სამართალდარღვევა გამოვლინდა იმერეთში. 15 ფაქტი - გურიაში, 13 - კახეთში, 12 - მცხეთა-მთიანეთში, 10 - ქვემო ქართლში, 8 - აჭარაში, 7 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 - შიდა ქართლში, 2 - სამცხე ჯავახეთში, 1 კი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეულია 51 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემის განადგურება.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა პრიორიტეტულია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიის განმავლობაში უწყვეტად პატრულირებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ყველაზე მეტი - 16 სამართალდარღვევა გამოვლინდა იმერეთში. 15 ფაქტი - გურიაში, 13 - კახეთში, 12 - მცხეთა-მთიანეთში, 10 - ქვემო ქართლში, 8 - აჭარაში, 7 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 - შიდა ქართლში, 2 - სამცხე ჯავახეთში, 1 კი - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეულია 51 ერთეული სპეციალური ტექნიკა. წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემის განადგურება. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა პრიორიტეტულია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიის განმავლობაში უწყვეტად პატრულირებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?