ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას

გახარია საქართველოსთვისქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურა

გიგა ფარულავას განცხადებით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები საპროცესო შეთანხმებას აფორმებენ, მაშინ როცა ციხეში მათ მიერ შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეები რჩებიან. მისი თქმით, ლიდერებმა საზოგადოებას უნდა აუხსნან, თუ როგორ აპირებენ ამ ადამიანების დახმარებას.

გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებასპირველი არხი

მურთაზ ზოდელავა გააფორმებს თუ არა საპროცესო შეთანხმებას ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, აქ ფაქტია, რომ 4 ოქტომბერი იყო დანაშაული ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე, ლიდერები მოუწოდებდნენ საზოგადოებას 4 ოქტომბერს შეკრებილიყვნენ, მშვიდობიანი დამხობის გზით აპირებდნენ ხელისუფლების შეცვლას, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საპრცესო შეთანხმების გაფორმება მათი უფლებაა, თუმცა ციხეში რჩებიან მოქალაქეები, ვინც ამ ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში და უნდა აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას.

„გამოვიდნენ და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აპირებდნენ დაეწყოთ დილით და დაემთავრებინათ საღამოს. მათი გადასაწყვეტია, მიიღონ შეწყალება, მაგრამ, როდესაც გამოვლენ, აუხსნან საზოგადოებას, როგორ მოხდა 4 ოქტომბრის დაგეგმვა, როგორ განახორციელეს, ვინ განახორციელა. ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანები ციხიდან თუ გამოდიან, იქ რჩებიან მოქალაქეები, ვინც ამ ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ, აუხსნან იმ მოქალაქეებს, მათ ოჯახის წევრებს, საზოგადოებას, როგორ აპირებენ იმ ადამიანების დახმარებას, ვინც მათი უპასუხისმგებლო ქმედების გამო დღეს ციხეში არიან.

რაც შეეხება „ოცნების“ მიდგომას, „ოცნება“ ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციულ-რევოლუციურ სცენარს სათავისოდ იყენებს. ჩვენ არა ერთხელ, მათ შორის, 4 ოქტომბრამდეც მოვუწოდებდით საზოგადოებას, რომ ეს იყო „ოცნების“ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც აღასრულეს სწორედ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა. ეს ადამიანები როდესაც აწერენ ხელს საპროცესოზე, „ოცნების“ პასუხისმგებლობაა ის, რომ ორგანიზატორებზე ადრე შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები უნდა გაეთვალისწინებინათ“, – აღნიშნა ფარულავამ.

მისივე შეფასებით, 4 ოქტომბერს დაშვებული შეცდომით დაზიანდა მშვიდობიანი პროტესტი.

„ამ ადამიანების გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელი იყო მაშინაც, როდესაც 4 ოქტომბერი დაგეგმეს და მოქალაქეებს მოუწოდეს ამ რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლისკენ. ეს თავიდანვე იყო პროვოკაცია, დანაშაული და შეცდომა, რაც შეგნებულად და მიზანმიმართულად გააკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი გადასაწყვეტია, თუ აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას,

მაგრამ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ შეიყვანეს შეცდომაში, რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული, რომლითაც დააზიანეს მთლიანად პოლიტიკური პროცესი, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც იყო ძალიან მძლავრი 4 ოქტომბრამდე“, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. მათი პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს არის დანიშნული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გამოვიდნენ და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აპირებდნენ დაეწყოთ დილით და დაემთავრებინათ საღამოს. მათი გადასაწყვეტია, მიიღონ შეწყალება, მაგრამ, როდესაც გამოვლენ, აუხსნან საზოგადოებას, როგორ მოხდა 4 ოქტომბრის დაგეგმვა, როგორ განახორციელეს, ვინ განახორციელა. ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანები ციხიდან თუ გამოდიან, იქ რჩებიან მოქალაქეები, ვინც ამ ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ, აუხსნან იმ მოქალაქეებს, მათ ოჯახის წევრებს, საზოგადოებას, როგორ აპირებენ იმ ადამიანების დახმარებას, ვინც მათი უპასუხისმგებლო ქმედების გამო დღეს ციხეში არიან. რაც შეეხება „ოცნების“ მიდგომას, „ოცნება“ ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციულ-რევოლუციურ სცენარს სათავისოდ იყენებს. ჩვენ არა ერთხელ, მათ შორის, 4 ოქტომბრამდეც მოვუწოდებდით საზოგადოებას, რომ ეს იყო „ოცნების“ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც აღასრულეს სწორედ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა. ეს ადამიანები როდესაც აწერენ ხელს საპროცესოზე, „ოცნების“ პასუხისმგებლობაა ის, რომ ორგანიზატორებზე ადრე შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები უნდა გაეთვალისწინებინათ“
„ამ ადამიანების გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელი იყო მაშინაც, როდესაც 4 ოქტომბერი დაგეგმეს და მოქალაქეებს მოუწოდეს ამ რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლისკენ. ეს თავიდანვე იყო პროვოკაცია, დანაშაული და შეცდომა, რაც შეგნებულად და მიზანმიმართულად გააკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი გადასაწყვეტია, თუ აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ შეიყვანეს შეცდომაში, რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული, რომლითაც დააზიანეს მთლიანად პოლიტიკური პროცესი, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც იყო ძალიან მძლავრი 4 ოქტომბრამდე“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?