ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგა ფარულავა 4 ოქტომბრის საქმეზე - როცა კონკრეტული ადამიანები დღეს აწერენ ხელს საპროცესოზე, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა ის, რომ ორგანიზატორებზე ადრე, შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები გაითვალისწინონ

გახარია საქართველოსთვისქართული ოცნებათბილისის საქალაქო სასამართლო

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ გიგა ფარულავას განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზატორებზე ადრე შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები უნდა გაითვალისწინოს.

გიგა ფარულავა 4 ოქტომბრის საქმეზე - როცა კონკრეტული ადამიანები დღეს აწერენ ხელს საპროცესოზე, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა ის, რომ ორგანიზატორებზე ადრე, შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები გაითვალისწინონ
გიგა ფარულავა 4 ოქტომბრის საქმეზე - როცა კონკრეტული ადამიანები დღეს აწერენ ხელს საპროცესოზე, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა ის, რომ ორგანიზატორებზე ადრე, შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები გაითვალისწინონინტერპრესნიუსი

ხელისუფლება 4 ოქტომბრის პროვოკაციულ-რევოლუციურ სცენარს სათავისოდ იყენებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეში მსჯავრდებულების ნაწილის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უნდა აუხსნან საზოგადოებას, თუ როგორ აპირებენ იმ რიგითი მოქალაქეების დახმარებას, რომლებიც დღეს ციხეში რჩებიან.

ფარულავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა საზოგადოებას უნდა აუხსნან, „რატომ შეიყვანეს შეცდომაში, რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული, რომლითაც დააზიანეს მთელი პოლიტიკური პროცესი, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც იყო ძალიან მძლავრი სწორედ 4 ოქტომბრამდე“.

„ხელისუფლება 4 ოქტომბრის პროვოკაციულ-რევოლუციურ სცენარს სათავისოდ იყენებს. ჩვენ 4 ოქტომბრამდეც არაერთხელ მოვუწოდებდით საზოგადოებას, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც აღასრულეს სწორედ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა. როდესაც ეს ადამიანები დღეს აწერენ ხელს საპროცესოზე, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა ის, რომ ორგანიზატორებზე ადრე, ამ შემთხვევაში, ის შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები გაითვალისწინონ.

მე არ ვიცი, ამ ადამიანებს რისი ეშინიათ, ან რატომ მიიღეს ეს კონკრეტული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, ამ ადამიანების გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელი იყო მაშინაც, როდესაც 4 ოქტომბერი დაგეგმეს და მოქალაქეებს მოუწოდეს ამ რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლისკენ. ეს თავიდანვე იყო პროვოკაცია, თავიდანვე იყო დანაშაული და შეცდომა, რაც შეგნებულად და მიზანმიმართულად გააკეთეს. მათი გადასაწყვეტია თუ ისინი აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ შეიყვანეს შეცდომაში, რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული, რომლითაც დააზიანეს მთელი პოლიტიკური პროცესი, მშვიდობიანი პროტესტი დააზიანეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იყო ძალიან მძლავრი სწორედ 4 ოქტომბრამდე. იმ ადამიანების ოჯახის წევრებს აუხსნან, თუ როგორ აპირებენ იმ რიგით მოქალაქეებს დაეხმარონ, რომლებიც დღეს ციხეში რჩებიან”, - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას, რომლებსაც საქალაქო სასამართლომ 5-დან 7 წლამდე პატიმრობა შეუფარდა, შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ. შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ზოდელავა და ბერიძე (რომელთაც სასჯელი, სავარაუდოდ, 1 წლამდე და 1 თვემდე შეუმცირდებათ) საპატიმროს 4 ნოემბერს დატოვებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რატომ შეიყვანეს შეცდომაში, რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული, რომლითაც დააზიანეს მთელი პოლიტიკური პროცესი, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც იყო ძალიან მძლავრი სწორედ 4 ოქტომბრამდე“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?