ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის იერიშის შედეგად ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, დაიღუპა 3 ადამიანი

ხარკოვში რუსეთის იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსულმა მხარემ ღამით 15 რაკეტა და 108 დრონი გამოიყენა.

რუსეთის იერიშის შედეგად ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, დაიღუპა 3 ადამიანი
რუსეთის იერიშის შედეგად ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, დაიღუპა 3 ადამიანიფორმულა

რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აგრძელებს და კვლავ სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. ოკუპანტების იერიშის შედეგად ხარკოვში ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს. სამაშველო სამუშაოების დროს დაშავდა ერთ-ერთი მაშველი. დაშავებულთა რიცხვი კი 11-ამდე გაიზარდა.

დილით რუსებმა იერიში მიიტანეს კიევსა და ლვივზეც. დედაქალაქში დრონის ფრაგმენტები დარნიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლს დაეცა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა ღამით 15 რაკეტა და 108 დრონი გამოიყენეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?